ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა, ZOMA-მ, ასორტიმენტი გააფართოვა. განახლებულ კოლექციაში დაემატა სხვადასხვა სტილის ჰუდები, ქურთუკები; დაემატა აქსესუარების ხაზიც, მათ შორის: ჩანთები, ქუდები, წინდები, საძილე ნიღბები, უნიკალური დიზაინისა და პრინტის პირბადეები და სხვ.
ZOMA სოციალურად აქტიური მეამბოხე ბრენდია, რომლის შექმნილი სამოსი, აქსესუარები და დეტალები განსაზღვრავს პიროვნებასა და მისი ცხოვრების სტილს.
აღსანიშნავია, რომ ZOMA-ს ყოველი ახალი ხაზი გარკვეული იდეის მატარებელია. ზომას გამორჩეული და უნიკალური დიზაინის სამოსის უკან, ყოველთვის დგას მნიშვნელოვანი იდეა ან ამბავი.
ბრენდის ერთ-ერთი ბოლო ხაზი – out of box thinking, რომელიც სკოლა კომაროვთან კოლაბორაციით შეიქმნა, თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობის წამოწევას ემსახურება. კოლექციაში შევიდა როგორც უნიკალური მოდელები, ასევე, თემატური პრინტები და აქსესუარები.
ზომას არსებული კოლექციის შეძენა მსურველებს zoma.store-ზე შეუძლიათ. ნივთს მომხმარებელი შეკვეთიდან რამდენიმე საათში მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლებელია შეძენილი ნივთისა და ზომის გადაცვლაც. გარდა ონლაინმაღაზიისა, ზომას სამოსისა და აქსესუარების შეძენა შესაძლებელია ბრენდის მაღაზიაში, რომელიც გალერია თბილისში მდებარეობს.


