fbpx

“უმალმა” კუსტარულად წარმოებული თევზის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო

umali-tevzi

თევზის წარმოება ერთ-ერთი ნაკლებად მოწესრიგებული სფეროა საქართველოში. ჯერ კიდევ დიდია კუსტარული წარმოების წილი მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი საწარმოები, ძლიერი ბრენდებით და სწორი მენეჯმენტით, საშუალო ვადიან პერსპექტივაში შეავიწროვებენ კუსტარული მწარმოებლების წილს ბაზარზე. თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი წარმოებების კუთხით ბევრი მოთამაშე არ არის საქართველოში.

“უმალი” ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. მას შემდეგ, რაც “სინერჯიმ” კომპანიის წილი შეიძინა და მისი აქტიური განვითარება დაიწყო, ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოიყო სწორედ კუსტარული წარმოებების ჩანაცვლება ჯანსაღი, ხარისხიანი თევზეულის პროდუქტებით.

„ვგეგმავთ, გავზარდოთ მიწოდების მასშტაბი. კერძოდ, ჩვენი პროდუქცია შევიტანოთ რეგიონულ მარკეტებში, სადაც კუსტარულად დამუშავებული პროდუქტების წილი კიდევ უფრო მაღალია. ამ მიმართულებით კომპანიაში შეიცვალა გაყიდვების სისტემა და მეტად ორიენტირებული გახდა ამ ბაზრის ათვისებაზე. ასევე,  აქტიურად ვიწყებთ ცნობადობის ზრდასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას თევზისა და მისი პროდუქტების დამუშავების ხარისხთან დაკავშირებით“ – ამბობენ კომპანიაში.

 

„უმალი“ კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯის პორტფელური კომპანიაა.