fbpx

“უმალი” ადგილობრივი საკალმახეებიდან უფრო მეტ თევზს ჩაიბარებს

umali-tevzi

უმალი ადგილობრივი საკალმახეებიდან უფრო მეტ თევზს ჩაიბარებს და მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს შემოგვთავაზებს ქსელურ მაღაზიებში.

ჰორეკას სექტორში შემცირებულმა მოთხოვნამ გარკვეული სირთულეები შექმნა მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ვინც აქტიურად ამარაგებდა ამ სექტორს. “უმალმა” გადაწყვიტა გაზარდოს მსგავსი პარტნიორების ბაზა, ჩაიბაროს მათგან თევზი, გადაამუშავოს და სხვადასხვა პროდუქტების სახით შეიტანოს ქსელურ მაღაზიებში ქვეყნის მასშტაბით, სადაც უკვე ყიდის თავის პროდუქციას. ეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ მათი პროდუქტი ქსელური გაყიდვების არხებით მიიტანონ საბოლოო მომხმარებლამდე, “უმალი” კი უფრო ფართო ასორტიმენტით წარდგება ბაზარზე.

“უმალი” ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. მისი პროდუქციით მარაგდება საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უმალი სინერჯის პორტფელური კომპანიაა.