თუთა 4 – სასარგებლო პური სამეგრელოში | გემოვანის რეგიონალური გაფართოება

gemovani-tuta-4

გემოვანი პური რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს. პროექტ გემოვანის წარმატებული ბრენდის – პური მზეთამზეს ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, გემოვანი ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას ქვებრენდებით გეგმავს.

გემოვანის ტექნოლოგიით – ბუნებრივი ინგრედიენტებით პურის დედაზე დამზადებული სასარგებლო პური უკვე ცხვება გურიაში, სახელწოდებით – კალისტო 1920. გურიის შემდეგ კი, გემოვანი პური უკვე სამეგრელოშიც გამოჩნდა. პურის, სახელწოდებით თუთა 4-ის, წარმოება მარტვილის სოფელ სერგიეთში, ერთ-ერთი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფურნის ბაზაზე დაიწყო. პურის დედაზე გამომცხვარი სასარგებლო პურით კი ადგილობრივი და მიმდებარე დასახლებების მაღაზიები მარაგდება.

ბრენდის სახელი თუთა 4 პროექტ გემოვანის დამფუძნებლების – ოთარ ნაჭყებიასა და ირაკლი ჩავლეშვილის  მიერ რეგიონული განვითარების კონცეფციის მიხედვით შეირჩა.  „თუთა“ მეგრულ ენაზე მთვარეს ნიშნავს. როგორც ცნობილია, პროექტ გემოვანის ფარგლებში შექმნილი ქვებრენდების სახელები დაკავშირებული იქნება ციურ სხეულებთან. ამ კონცეფციას იმეორებენ ბრენდებიც: მზეთამზე და კალისტო 1920.

გემოვანი რეგიონული ფურნეების განვითარების პროექტის ფარგლებში: წაახალისებს ადგილობრივად ხორბლის ქართული ჯიშების მოყვანას, დაასაქმებს ადგილობრივებს და გაზრდის ხელმისაწვდომობას პურის დედაზე გამომცხვარ ჯანსაღ და სასარგებლო პურზე, ასევე, გაუჩენს მოტივაციას რეგიონის ფურნეების მეპატრონეებს გემოვანთან ერთად გამოაცოცხლონ ცხობა და უფრო მეტად განავითარონ ხარისხი და ტექნოლოგია.