თეთრი პური ზიარი – სიახლე მზეთამზეს ასორტიმენტში

tetri-puri-ziari-mzetamze

პურის მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა მზეთამზემ გაყიდვაში სრულად ჩაუშვა ახალი ბატონის ფორმის თეთრი პური „ზიარი“. დეკემბრიდან პურის ეს სახეობა დახლებზე მცირე რაოდენობით გამოჩნდა. სატესტო პერიოდის განმავლობაში ახალმა პურმა – „ზიარმა“ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რის გამოც გაიზარდა აღნიშნული სახეობის დღიური წარმოება; თეთრი პური „ზიარი“ მომხმარებელს დახლებზე უკვე განახლებული შეფუთვით დახვდება.

მზეთამზე ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც ბუნებრივ საფუარზე ე.წ. პურის დედაზე დამზადებულ პურს ინდუსტრიულად აწარმოებს.

“მზეთამზე” წარმოებაში ქართული ენდემური ჯიშების ხორბლის ფქვილს იყენებს. მაგალითად, ესენია: ლომთაგორა, დოლი და სხვ.; გარდა ამისა, ყველა სახეობის ხორბლის პურს ერთერთ ინგრედიენტად დაემატა ყურძნის წიპწის ფქვილი –  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “მზეთამზე” ერთადერთი პურია ქართულ ბაზარზე, რომელიც არამხოლოდ ჯანსაღი, არამედ სასარგებლოც არის.

“მზეთამზეს” პურის შეძენა ამ ეტაპზე მომხმარებლებს თბილისსა და რუსთავში თითქმის ყველა ქსელურ სუპერმარკეტში შეუძლიათ. უახლოეს მომავალში იგეგმება ქსელის გაფართოებაც.

მზეთამზე წლის განმავლობაში რეგიონებში გასვლას ქვებრენდებით გეგმავს. მაგალითად, გურიაში  გამოცხვება – კალისტო 1920 – გემოვანი პური; ასევე, ჯანსაღი და სასარგებლო ქართული პური გამოცხვება სამეგრელოში, იმერეთში და ა.შ.

რეგიონებში გაფართოება მოხდება ადგილობრივი ფურნეების საწარმოო სიმძლავრის გამოყენებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა რეგიონში „გემოვანი პური“ გამოცხვება აუცილებლად  პურის დედითა და ბუნებრივი ინგრედიენტებით.

პური “მზეთამზეს” მწარმოებელი კომპანია “გემოვანის” წილი 2020 წელს  სს სინერჯი კაპიტალმა  შეიძინა და მის განვითარებაზე აქტიური ზრუნვა დაიწყო.