“უმალმა” კუსტარულად წარმოებული თევზის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო

umali-tevzi

თევზის წარმოება ერთ-ერთი ნაკლებად მოწესრიგებული სფეროა საქართველოში. ჯერ კიდევ დიდია კუსტარული წარმოების წილი მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი საწარმოები, ძლიერი ბრენდებით და სწორი მენეჯმენტით, საშუალო ვადიან პერსპექტივაში შეავიწროვებენ კუსტარული მწარმოებლების წილს ბაზარზე. თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი წარმოებების კუთხით ბევრი მოთამაშე არ არის საქართველოში. “უმალი” ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით […]

“უმალი” ადგილობრივი საკალმახეებიდან უფრო მეტ თევზს ჩაიბარებს

umali-tevzi

უმალი ადგილობრივი საკალმახეებიდან უფრო მეტ თევზს ჩაიბარებს და მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს შემოგვთავაზებს ქსელურ მაღაზიებში. ჰორეკას სექტორში შემცირებულმა მოთხოვნამ გარკვეული სირთულეები შექმნა მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ვინც აქტიურად ამარაგებდა ამ სექტორს. “უმალმა” გადაწყვიტა გაზარდოს მსგავსი პარტნიორების ბაზა, ჩაიბაროს მათგან თევზი, გადაამუშავოს და სხვადასხვა პროდუქტების სახით შეიტანოს ქსელურ მაღაზიებში ქვეყნის მასშტაბით, სადაც უკვე ყიდის თავის პროდუქციას. […]

„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს

Umali-sawarmo-synergy

უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. ცოტა ხნის წინ კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯიმ“ შეიძინა „უმალის“ წილი და განვითარების ცვლილებები დაიწყო კომპანიაში. როგორც ცნობილია, „უმალს“ ამ დროისთვის საწარმოო სიმძლავრეების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. კომპანიას გაცილებით მეტი დასახელების პროდუქტის წარმოების პოტენციალი აქვს. „ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლა გვაქვს დასახული, […]

თევზის მოხმარების ტენდენცია და ბაზრის ზრდის პერსპექტივა

FAO-ს შეფასებით და მონაცემების კორელაციური ანალიზით დგინდება, რომ თევზის მოხმარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, მათ შორის შინამეურნეობების შემოსავლებზე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სა და ურბანიზაციის დონეზე. FAO-ს მონაცემებით, თევზის გლობალური მოხმარების ზრდის ტემპი – 3.1% – თითქმის ორჯერ აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის 1.6%-იან ნიშნულს. თევზის მოხმარება ყოველწლიურად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ცილოვანი პროდუქტების […]

თევზის გადამამუშავებელი საწარმო უმალი ასორტიმენტს აფართოებს

tevzis-sawamo-umali

კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯისთან დაპარტნიორების შემდეგ თევზის მწარმოებელმა კომპანიამ უმალმა ასორტიმენტის გაფართოება დაიწყო. უმალის მრავალფეროვან ასორტიმენტს სექტემბრიდან 2 ახალი პროდუქტი შეემატება, ესენია: ე.წ. შპროტი და თევზის პაშტეტი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ე.წ. შპროტი ადგილობრივად იწარმოება. ამ პროდუქტის ძირითადი იმპორტი ხდება რუსეთიდან, ამდენად უმალის კონკურენტი მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციაა. უმალი აღნიშნულ კონკურენციაში […]

სინერჯი თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა

კაპიტალის ზრდის კომპანია –  სინერჯი თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის – „უმალის“ პარტნიორი-მეწილე გახდა. უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. კომპანია ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის: სხვადასხვა სახეობის თევზს, ხიზილალასა და ზღვისპროდუქტებს.  უმალის პროდუქციით მარაგდება საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც სინერჯიში განმარტავენ, „უმალთან“ დაპარტნიორება […]