მიზნების და ღირებულებების კონფლიქტში ცხოვრებას, ჯობს არჩევანი გავაკეთოთ | სინერჯი ინსაითი

სინერჯი ინსაითი

არსებობს ღირებულებები, რომლებიც თავისთავად გამორიცხავს რაღაც კონკრეტული მიზნების მიღწევას რაღაც კონკრეტულ ვადაში. როდესაც ასეთი კონფლიქტი ხდება ღირებულებებსა და მიზნებს შორის, მაშინ ყველაზე მეტად იცდება და ისინჯება ღირებულებების მნიშვნელობა ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის და დაკავშირებული პირებისთვის.

თუ ჩვენთვის მიზნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღირებულებები, მაშინ ჩვენ ამ ღირებულებებს უნდა გადავხედოთ. მაგრამ თუ ღირებულებებს ვარჩევთ, მიღწეული მიზნები უფრო ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იქნება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

თუ მიზნების გამო შეგვიძლია ღირებულებებს გადავხედოთ, მაშინ ის ღირებულებები მაინც არ ყოფილა ჩვენი და შეიძლება ასე უკეთესიც იყოს. ამიტომ, ასეთ კონფლიქტში ცხოვრების გაგრძელებას ყოველთვის ჯობს დავსხდეთ და გადავწყვიტოთ იმ კონკრეტულ რეალობაში და იმ გუნდისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია – ღირებულებები, რომლითაც გაცილებით ნაკლები მიზნების მიღწევა შეიძლება, თუ მიზნები.

 

პაპუნა ტოლიაშვილი

“სინერჯი კაპიტალის” გენერალური დირექტორი