თანამშრომლების კონტროლის ნაცვლად, ჯობს დრო მათი არასასურველი ქცევის მიზეზების ანალიზსა და სისტემური პრობლემების მოგვარებაზე დავხარჯოთ | სინერჯი ინსაითი

synergy insight - tanamshromlebis kontroli

თუ ჩვენს ძალისხმევას თანამშრომლების კონტროლის ნაცვლად იმაზე დავხარჯავთ, რომ სისტემური პრობლემები ვიპოვოთ, რატომ არ იქცევიან ისინი ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა იმაზე, რომ ტოტალური კონტროლის სისტემა ავაწყოთ და ყველა დარღვევა გამოვავლინოთ, ორგანიზაციამ გაცილებით უკეთესი შედეგები შეიძლება მიიღოს აქედან. განსაკუთრებით, თუ ამ კონტროლისგან გამოთავისუფლებულ დროს სწორედ სისტემური პრობლემების მოგვარებაზე დავხარჯავთ.

მაშინაც კი, თუ თანამშრომლის არასწორი ქცევის მხოლოდ 1%-ს განაპირობებს სისტემური პრობლემა და დანარჩენი 99% სწორედ მისი პიროვნული “სიცუდის” ბრალია, ამ 1%-ის მიზეზების პოვნაზე და მათ მოგვარებაზე დროის დახარჯვა ორგანიზაციისთვის უფრო მომგებიანია. ნაცვლად იმისა, რომ ყველა თანამშრომლის ყველა დარღვევა ეძებოს და ყველა დამრღვევი დასაჯოს, რათა ორგანიზაციამ თანამშრომლების მხრიდან მისთვის სასურველ ქცევას მიაღწიოს.

ასეთი მიდგომა, წესით, უფრო ნაკლები ხარჯს მოითხოვს, გარემოსაც უკეთესს ქმნის ორგანიზაციაში და თანამშრომლებთან ურთიერთობაც, კატა-თაგვობანას ნაცვლად, ერთ გუნდად მუშაობას ემსგავსება.

თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი ორგანიზაცია რამდენად საჭიროდ ხარჯავს თანამშრომლების კონტროლზე რესურსს? იგებს თუ აგებს აქედან?

 

პაპუნა ტოლიაშვილი

“სინერჯი კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორი