fbpx

რაც უფრო ბევრი არასწორი ადამიანი ესწრება შეხვედრას, აჯობებს უფრო სწრაფად დავამთავროთ | სინერჯი ინსაითი

არაფერია უფრო საინტერესო, ვიდრე კარგი შეხვედრა და განხილვა, როცა ადამიანები ბოლომდე ჩართულები არიან საკითხში, აქვთ მოტივაცია საუკეთესო შედეგის მისაღწევად, შემოქმედებითად უდგებიან ამოცანას და ბევრ და საინტერესო წინადადებასაც აგენერირებენ. დიდი სიხარული და სიამოვნებაა ასეთ შეხვედრაზე ყოფნა.

მაგრამ არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც დიდ, გაუთავებელ შეხვედრაზე ჯდომა, სადაც ადამიანების დიდ ან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რატომ ესწრება, სულ სხვა მიმდინარე პრიორიტეტები აქვს და ერთი სული აქვს, როდის დასრულდება ეს შეხვედრა. ასეთ თავყრილობაზე მოხვედრამ, განსაკუთრებით დილის საათებში, შეიძლება მთელი დღის მუხტი დაგატოვებინოს ადგილზე.

ადამიანები, ვინც ამ შეხვედრებს ვგეგმავთ და ვმართავთ, ძალიან უნდა ვცდილობდეთ მონაწილეები სწორად მოვიწვიოთ და მოტივაციაც მაქსიმალური შევუქმნათ. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ ამას ვერ ვახერხებთ, იქნებ როგორმე მალე მაინც დავამთავროთ.

 

პაპუნა ტოლიაშვილი