,,სინერჯი კაპიტალი” ახალი ბანას მშენებლობის მხარდამჭერი გახდა

ახალი ბანა

სინერჯი კაპიტალმა და ხანძთელის ფონდმა მემორანდუმი გააფორმეს ახალი ბანას ფონდთან. მემორანდუმის მიხედვით, სინერჯი ჯგუფი ახალი ბანას პროექტს ორი მიმართულებით გააძლიერებს: ერთი მხრივ, სინერჯი კაპიტალი (თანამშრომლებთან ერთად) ფინანსურ რესურსს მიმართავს ახალი ბანას ასაშენებლად, მეორე მხრივ კი, ხანძთელის ფონდი ხელს შეუწყობს დონორების მოძიებასა და მათ ჩართვას აღნიშნულ პროექტში. 

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მშენებარე ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას (VII ს) ანალოგიური იქნება. 

“ახალი ბანა” უნდა დაგვეხმაროს ისტორიული ბანას მნიშვნელობის დანახვაში – და ჩვენს მომავალ თაობას უნდა გავუჩინოთ სურვილი, რათა სამომავლოდ ჩაერთონ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას შენარჩუნება-აღდგენის პროცესში. ჩვენ გვჯერა, რომ “ახალი ბანას” მშენებლობაში ჩაერთვება როგორც ქართველი ერი, ისე ქართული კომპანიები. ჩვენ ჩვენის მხრივ დავეხმარებით მათ ამ ღირებული პროექტის მონაწილეები გახდნენ” – აცხადებს ნინო ანთაძე, ხანძთელის ფონდის ხელმძღვანელი.

ტაძრის შემოგარენში დაგეგმილია სხვადასხვა ფუნქციური შენობა-ნაგებობების განთავსება, რომლებსაც კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული დანიშნულება ექნება.

საუკუნის პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ,,სინერჯი ჯგუფის” დაარსების თარიღი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს ემთხვევა. ჩვენი გუნდი ყოველ წელს მივემგზავრებით ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, მათ შორის, გამორჩეულ ყურადღებას ვუთმობთ ბანას უნიკალურ ტაძარს. ცოტა ხნის წინ მოვინახულეთ ახალი ბანას მშენებლობაც. შთამბეჭდავია ამ გრანდიოზული პროექტის ადგილზე ხილვა. ვაპირებთ, ასევე, ტრადიციად ვაქციოთ ახალი ბანას მონახულება.

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ბანა ახ.წ. VII საუკუნით თარიღდება. იგი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. მის უნიკალურობას ტაძრის მრგვალი ფორმა წარმოადგენს, რაც ერთადერთი შემთხვევაა ძველ ქართულ არქიტექტურაში.  ბანას უდიდესი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია 1511 წელს გადაწერილმა საბაწმინდის ტიბიკონმა.  ბანა წარმოადგენდა სამეფო საძვალესაც. უკანასკნელად იქ მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე დაუკრძალავთ.