fbpx

სინერჯის სტრატეგიული გადაწყვეტილებები „ანტრეკოტში“ ხორცის ბაზარზე

antrekoti-sinerji-synergy

სინერჯი ხორცპროდუქტების მაღაზია „ანტრეკოტში“ 40%-ს ფლობს და მის ბაზაზე ქსელის განვითარება დაიწყო.

  • ბიზნესის სტრატეგიული ღერძი დგას ხორცის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე – როგორ არჩევს კომპანია ხორცს, რომ მუდმივად ახალი, ჯანსაღი იყოს. სისტემის მთავარი კომპონენტია, რომ რა საკვებით კვებავს და როგორ უვლის პირუტყვს ფერმერი, იმის გათვალისწინებით არჩევს „ანტრეკოტი“ ხორცის მომწოდებელს და ხორცს.
  • ნედლი ხორცის გარდა კიდევ უფრო მეტად ხორცპროდუქტებში, ნახევარფაბრიკატებში, გამოყენებული ხორცის პროპორციაზე, წარმომავლობაზე და ხარისხზე მუდმივად არის კითხვის ნიშნები, ეჭვები მომხმარებლებში. „ანტრეკოტი“ მხოლოდ მის მიერ შერჩეული, მუდმივად ახალი ხორცისგან ამზადებს ხორცპროდუქტებს.
  • ამასთან, ნედლი ხორცის გაყიდვის ბიზნესი, დამუშავებისას დანაკარგების არსებობის გამო, ნაკლებ-მარჟიანია. „ანტრეკოტი“ ხორცის ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქტების არჩევანით გამორჩეული იქნება. ეს ბიზნესის ფინანსურ მოდელსაც რადიკალურად ცვლის. ამ პროდუქტების მიწოდებას როგორც საკუთარ მაღაზიებში, ისე ონლაინ და სხვა გაყიდვის არხებით გააკეთებს.
  • ქსელს საუბნო კონცეფციით განავითარებს, რაც მომხმარებელთან უფრო ახლოს მისვლის და უბნის სპეციფიკის გათვალისწინების საშუალებას აძლევს. მომხმარებლისთვის კი ხორცის შეძენას უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის. გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზებულ მარკეტებში შესყიდვების კულტურა უფრო და უფრო მკვიდრდება, არაორგანიზებულ ბაზრებსა და ბაზრობებთან შედარებით, რაც ჯერჯერობით ხორცის გაყიდვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად კვლავ რჩება.
  • სტრატეგიული მიმართულებაა ასევე ე.წ. street food-ის განვითარება, სადაც ხორცი იქნება წამყვანი ინგრედიენტი და მუდმივად ახალი, ჯანსაღი პროდუქტების გაყიდვების ქსელის სახით განვითარდება.

ამ დროისთვის, „ანტრეკოტს“ საუბნო კონცეფციის მაღაზია აქვს ფალიაშვილის 82-ში. შემოდგომაზე კიდევ ერთი მაღაზია დაემატება საბურთალოს ტერიტორიაზე და ჯამში მინიმუმ 10 მსგავსი ფორმატის მაღაზიას გახსნის.