fbpx

შერჩევამდე ჯერ არის მოზიდვა | სინერჯი ინსაითი

sinerji-insaiti-SerCevamde-jer-aris-mozidva

შერჩევამდე ჯერ არის მოზიდვა – თუ ამასაც სათანადოდ მივხედავთ, აუცილებლად ვიპოვით იმას, ვისაც ვეძებთ.

ძლიერი გუნდი, სწორად აწყობილ სისტემებთან ერთად, არის კომპანიის წარმატების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

სინერჯი ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ძლიერი გუნდით, არა მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში, არამედ გუნდურობის თვალსაზრისითაც. როგორ ვაღწევთ ამას? – საწყისი, რა თქმა უნდა, არის თავიდანვე „სწორი“ თანამშრომლების შერჩევა, ანუ ისეთი ადამიანების, როგორსაც სინერჯი ეძებს.

სასურველი კანდიდატის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ კარგად აწყობილი შერჩევის პროცესი, აუცილებელია მოზიდვის ნაწილის საფუძვლიანად გააზრებაც.

ორგანიზაციები ზოგჯერ არასათანადო ყურადღებასა და რესურსს უთმობენ სწორ არხებში სწორი მესიჯის გაშვებას, იმაზე დაფიქრებას, როგორი თანამშრომლები უნდათ რომ ჰყავდეთ? – როგორ ადამიანებს ეძებენ, როგორც გამოცდილებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე პიროვნული უნარ-ჩვევების თვალსაზრისით. სად არიან ისინი, რა არხებით, რა მესიჯი და რა ფორმით უნდა მივაწოდოთ, რომ დაინტერესდნენ და გამოგვეხმაურონ. მაგალითად, ინფორმაციის მიწოდების არხების ნაწილში ეს უნდა იყოს ვაკანსია დასაქმების საიტებზე, თუ სტატია რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე; ვიდეო რგოლი ტელევიზიით, თუ ბანერი რომელიმე უნივერსიტეტთან; უნდა ვითანამშრომლოთ კარიერული განვითარების ცენტრებთან, თუ ნიუსი გამოვაქვეყნოთ რომელიმე კითხვად ვებგვერდზე და ა.შ.

თუ არხების შერჩევას, მესიჯის ჩამოყალიბებას და მისთვის სწორი ფორმის მიცემას სათანადო დროსა და ყურადღებას დავუთმობთ, აუცილებლად ვიპოვით იმას, ვისაც ვეძებთ.