fbpx

სახალხო აფთიაქმა მომხმარებლებისთვის საოჯახო ლოიალობის ბარათები დაამატა

saxalxo-aftiaqma-saojaxo-loialobis-baratebi-daamata

სახალხო აფთიაქმა მომხმარებლებისთვის საოჯახო ლოიალობის ბარათები დაამატა.

საოჯახო ბარათზე ქულების დაგროვება და ფასდაკლების მიღება ოჯახის ყველა წევრს შეუძლია. ბარათები განკუთვნილია აფთიაქების გარშემო უბანში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც რეგულარულად მიმართავენ “სახალხო აფთიაქს”.

“სახალხო აფთიაქის”  მთავარი ნიშა არის ის, რომ იგი საუბნო კონცეფციის განმახორციელებელი ქსელია. სწორედ ეს გამოარჩევს, სახალხო აფთიაქს სხვა ტიპური აფთიაქებისგან.

“სახალხო აფთიაქს” განსხვავებული მიდგომა აქვს საკუთარი მომხმარებლების მიმართ. აფთიაქი მუდმივად მუშაობს უბანში მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი ბენეფიტებისა და ზრუნვის გამოხატვის შესაბამისი პროექტების განხორციელებაზე. სწორედ მომხმარებელთა დაინტერესების გამო დაემატა საოჯახო ლოიალობის ბარათები.

“სახალხო აფთიაქს” ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ფილიალი აქვს. უახლოეს პერიოდში იგეგმება ქსელის გაფართოება და ახალი ლოკაციების დამატება.

2018 წლიდან “სახალხო აფთიაქი” სინერჯი კაპიტალის პორტფელშია და მის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.