fbpx

სახალხო აფთიაქი მოშორებული სოფლებისთვის ადგილზე მიტანის სერვისების განვითარებას იწყებს

saxalxo-aftiaqi

სახალხო აფთიაქი მოშორებული სოფლებისთვის ადგილზე მიტანის სერვისების განვითარებას იწყებს.

საწყის ეტაპზე ამ მომსახურებას იმ სოფლებს შესთავაზებს, რომლებშიც მინიმუმ 30 პენსიონერი შეირჩევა, ვისაც ექნება თანხმობა ორ კვირაში ერთხელ ადგილზე მიუტანონ მათთვის საჭირო მედიკამენტები.

ამისთვის აფთიაქები მათ გარშემო შესაბამისი სოფლების გამოყოფას, დაპრიორიტეტებას და პენსიონრებთან სატელეფონო გასაუბრებებს იწყებენ.

ადგილზე მიტანის სერვისისთვის, იქ, სადაც საჭირო რაოდენობის მომხმარებლები გამოთქვამენ მედიკამენტების მიღების სურვილს, დამატებითი საფასურის გადახდა არ იქნება საჭირო.

მოგვიანებით, ადგილზე მიტანის სერვისების კიდევ უფრო განვითარებისთვის იმავე სოფლებში ქრონიკული ავადმყოფებისა და ჩვილი ბავშვების მყოლი ოჯახების დამატებაც მოხდება.

სახალხო აფთიაქი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტები, რისთვისაც მომხმარებლებისთვის მომავალში სხვა სერვისების დანერგვას და შეთავაზებასაც აპირებს.