fbpx

საუბნო აფთიაქის კონცეფციის ეკონომიკა

saxalxo-aftiaqi-saubno-koncefciis-ekonomika
რატომ არის ეკონომიკურად ეფექტიანი სახალხო აფთიაქის საუბნო კონცეფცია და მართვის მოდელი?
  1. საუბნო აფთიაქის იჯარა, მისი ლოკაციიდან გამომდინარე გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგისტრალურზე, ხალმხრავალ ადგილებში არსებული ფართის.
  2. უფრო პატარა ზომის ფართიც საკმარისია საუბნო აფთიაქისთვის.
  3. მისი რემონტის, გაფორმების, მოწყობის ხარჯი გაცილებით ეკონომიურია.
  4. სახელფასო ხარჯიც ნაკლებია, ვინაიდან ასეთ აფთიაქში 2 ფარმაცევტის ყოლაც საკმარისია.
  5. სახალხო აფთიაქის დეცენტრალიზებული მართვის მოდელი, სადაც აფთიაქებზეა ბევრი ამოცანის გადაწყვეტა დელეგირებული, საშუალებას იძლევა, მინიმალური ადმინისტრაციული / ცენტრალური ოფისის ხარჯი ჰქონდეს.
შედეგად, აფთიაქებს მეტი სიახლოვე აქვთ მომხმარებელთან, უკეთ იცნობენ მათ საჭიროებებს, მეტ დროს უთმობენ მომხმარებელს, ისინიც მეტად ენდობიან; აფთიაქები უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უფრო მეტად არის მორგებული თავიანთ მომხმარებელზე.