fbpx

“წელიწადში დაახლოებით 50 კომპანიას ვეუბნებით უარს მათი კომპანიის კაპიტალში შესვლის საკითხზე”​ – პაპუნა ტოლიაშვილი

biznesi-investiciebi-sinerji

წელიწადში დაახლოებით 50 კომპანიას ვეუბნებით უარს მათი კომპანიის კაპიტალში შესვლის საკითხზე, თუნდაც პირველადი შეთავაზების დონეზე განხილვაზე.

უარის ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზია, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ მოკლედ ჩამოაყალიბონ რა არის მათი ბიზნესი. როდესაც ტელეფონში არ შეუძლიათ ორი სიტვით აგიხსნან, რა ბიზნესს აკეთებს, მაშინ დიდია ალბათობა, რომ იმ ორგანიზაციაში ყველაფრის გაკეთება თავიდან მოგიწევს.

სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაციის, მათ შორის, საშუალო და დიდი კომპანიების, მენეჯმენტსაც და დამფუძნებლებსაც ხშირად უჭირთ ამის მოკლედ ახსნა. მიზეზი ძირითადად ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი კონკრეტული შესაძლებლობების არსებობის გამო შეიქმნა.

ან კლიენტი იყო დიდი და იმას სჭირდებოდა, ან აწარმოე საქართველოდან ან სხვა გრანტებიდან გახდა შესაძლებელი თანხების მიღება. ან კარგი კადრი ჩაიგდეს ხელში და იმას ააწყობინეს რამე საქმე, რომელსაც რაღაც ეტაპზე გაგრძელება ვერ მოჰყვა. ან იდეა ჰქონდათ რაღაც პროდუქტის და იმან კი გაამართლა, მაგრამ ვეღარ ახერხებს გაგრძელებას და განვითარებას.

მიზეზები ბევრია, მაგრამ პრობლემა ხშირად ერთი – ორგანიზაციამ არ იცის, რა არის თავისი ბიზნესი. და თუ ვერ აყალიბებს ამას მოკლედ, მაშინ სავარაუდოა, რომ პროცესებიც, სტრუქტურაც, გუნდის კომპეტენციაც – ყველაფერში იქნება მიზნისა და აზრის ნაკლებობა.

 

ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი