fbpx

ქუთაისში ჩაიმანიას ფილიალი იხსნება

qutaisSi-Caimanias-filiali-ixsneba

ჩაისა და ყავის ქართული ბრენდი ჩაიმანია ქსელს აფართოებს და რეგიონებში ფილიალების გახსნას აანონსებს.  უკვე 15 წელია ჩაიმანია მომხმარებლებს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც ქართული ჩაი, ასევე, განსაკუთრებული და ეგზოტიკური ჩაის სახეობები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. გარდა ამისა, ჩაიმანიაში შესაძლებელია სხვადასხვა ყავის, გემრიელი ნუგბარის, ჭურჭლის და აქსესუარების შეძენა.

დედაქალაქის შემდეგ პირველი ფილიალი ქუთაისში მაისის ბოლოს გაიხსნება. კერძოდ, ჩაიმანიას პროდუქციის შეძენა ქუთაისელ მომხმარებელს ახალ სავაჭრო ცენტრში (შარტავას ქ. 2-ში) შეეძლება.  ახალი ფილიალის გახსნის აღსანიშნავად „ჩაიმანია“ მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებს შესთავაზებს.

ჩაიმანიას რეგიონალური ფილიალი გაიმეორებს იმავე კონცეფციას, რომლითაც თბილისის ფილიალები ფუნქციონირებენ და კიოსკის ტიპის სტენდი განთავსებული იქნება მომხმარებლებისთვის თვალსაჩინო ადგილას.

ჩაიმანიაში ფიქრობენ, რომ ახალი ფილიალი ერთერთი საყვარელი ობიექტი გახდება ქუთაისელი მომხმარებლისთვის.

უახლოეს პერიოდში „ჩაიმანიას“ კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნა ბათუმშიც იგეგმება.