fbpx

პური „მზეთამზეს“ მწარმოებელმა ახალი ქარხანა შეიძინა და წარმადობას ზრდის | სინერჯი

mzetamze

კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯიმ“ 2019წ შეიძინა პური „მზეთამზეს“ მწარმოებელი კომპანია „გემოვანის“ 40% და მისი ღირებულების ზრდაზე ზრუნვა დაიწყო.

„სინერჯის“ შესვლიდან დღიური წარმადობა არსებული საწარმოო ფართის პირობებში მაქსიმალურ ზღვარზე ავიდა. წარმადობის შემდგომი ზრდის მიზნით კომპანიამ ახალი ქარხანა შეიძინა.

ახალი საწარმო მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარედ, 4-ჯერ უფრო დიდი საწარმოო ფართით, დამხმარე ნაგებობებით, საოფისე სივრცეებით და დიდი ეზოთი. ეს ტერიტორია კომპანიას ინფო ტურების ჩატარების და საწარმოო მიმართულებით სტუდენტების სწავლების მიზნით გამოყენების საშუალებასაც აძლევს.

პირველი ეტაპის ამოცანაა არსებული სიმძლავრით გადასვლა ახალ საწარმოში. გუნდის თქმით 1 ოქტომბრიდან უკვე ახალ ქარხანაში უნდა გამოცხვეს პური. ასევე, დაგეგმილია საწარმოო ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული გადაიარაღება და სამუშაო ძალის გაზრდაც.

არსებული დღიური გაყიდვებით „მზეთამზეს“ პური თბილისში მე-3 ადგილზეა, ბრენდირებული პურის ბაზარზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს 10-ჯერ გაიზარდოს, რა მიზნის მიღწევაშიც ახალი ქარხნის ტერიტორია ბევრ შესაძლებლობას აძლევს.

პარალელურად, „მზეთამზეს“ მწარმოებელი კომპანია „გემოვანი“, რეგიონებში პურის წარმოებას დეცენტრალიზებული მიდგომით, ადგილობრივი მიტოვებული ფურნეების გამოცოცხლების გზით ახორციელებს, რაც უნიკალური მოდელია. „გემოვანი“ შეისყიდის ადგილობრივი წარმოების ხორბალს, ასაქმებს ადგილობრივებს და ბაზარზე ბუნებრივი საფუარით, „პურის დედაზე“ წარმოებული პურის ტრადიციას ამკვიდრებს.