სინერჯი კაპიტალი 2018 წლის აპრილში შექმნა სინერჯი ჯგუფმა, რომელიც კაპიტალის 25%-ის და ჩვეულებრივი აქციების 100%-ის მფლობელია.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუქმნათ მაღალ-მომგებიანი და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი. ამისთვის ვეძებთ და ვყიდულობთ ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს და ზრდის ადრეულ ფაზაში ინვესტორებს ამ კომპანიების თანა-მესაკუთრეობას ვთავაზობთ. სინერჯის გუნდი კი აქტიურად იწყებს მათ სისტემურ განვითარებაზე მუშაობას, რათა კომპანიების ღირებულება გაზარდოს და ამგვარად გაიზარდოს ინვესტორების სარგებელიც.
უფრო დეტალურად ჩვენი საქმიანობის მოდელზე, თუ როგორ ვარჩევთ კომპანიებს, როგორ შეგვყავს ინვესტორები, როგორ ვუზრდით მათ ღირებულებას, როგორია ჩვენი მიდგომები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ჩვენ ვეძებთ ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, რომელთაც ჰყავთ კარგი გუნდი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ზრდის პოტენციალს სათანადოდ ვერ იყენებენ.
შეფასებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გუნდებს, რომელთაც:
ჩვენ, სინერჯის 20 წლიანი გამოცდილებით, გვჯერა, რომ მხოლოდ ასეთ გუნდებს შეუძლიათ გრძელვადიანად წარმატებას მიაღწიონ, მაგარი გუნდიც შემოიკრიბონ და მომხმარებლებისთვის გახდნენ შეუცვლელი კომპანია.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს მასშტაბირების ანუ რამდენჯერმე ზრდის პოტენციალი და უნდა სჭირდებოდეს სინერჯის კომპეტენცია სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების კუთხით. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ მაქსიმალური ღირებულება შევქმნათ ერთად.
სტრატეგიული განვითარების მენეჯერის, საინვესტიციო ოფიცრის და ტასკ მენეჯერების მონაწილეობით, რომელთა ამოცანა კომპანიის სისტემურ განვითარებაზე ზრუნვაა
სტრატეგიული განვითარების მენეჯერის, საინვესტიციო ოფიცრის და ტასკ მენეჯერების მონაწილეობით, რომელთა ამოცანა კომპანიის სისტემურ განვითარებაზე ზრუნვაა