fbpx

ქართული ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „კუ ბიკი“ დიზაინერების გუნდს ქმნის

xis-satamaSoebi-ku-biki

სათამაშო ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, თუმცა ხშირად ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ მის უსაფრთხოებასა და იმ მახასიათებლებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი განვითარებისთვის. გარდა იმისა, რომ სათამაშო აუცილებელია დამზადებული იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალისგან, ასევე, სასურველია, მისი შინაარსობრივი დატვირთვა ემსახურებოდეს ბავშვებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარები, სივრცის აღქმის უნარი, წვრილი და მსხვილი მოტორული უნარები და სხვა.

მომხმარებლებს ქართულ ბაზარზე არ გაუჭირდებათ ევროპული ბრენდების მაღალი ხარისხის სათამაშოების შეძენა, თუმცა ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს სათამაშოები, რომლებიც ქართულ სპეციფიკას, კულტურას და ხელოვნებას იქნება მორგებული. კუ ბიკი კი სწორედ ის ქართული ბრენდია, რომელიც მაღალ ხარისხთან ერთად, ცდილობს ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებული ქართული სათამაშოები შესთავაზოს.  „კუ ბიკს“ ასორტიმენტში ამჟამად 20-მდე სახეობის სათამაშო აქვს, მათ შორის: ქართული ანბანის, ციფრების, არითმეტიკის კუბიკები; ჭანჭიკელა, სორტერი ფერმა და სხვა.

კუ ბიკის მიზანია, უახლოეს მომავალში გააფართოვოს ასორტიმენტი ადგილობრივი, ქართული თემატიკის გამოყენებით. ამისათვის კომპანია გეგმავს, შექმნას სათამაშოების დიზაინერების გუნდი, რომლებიც მუდმივად შესთავაზებენ კომპანიას ახალ, საინტერესო იდეებსა და მოდელებს, კუ ბიკი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს იდეები და აწარმოოს ახალი სათამაშოები ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით.

„გვჯერა, რომ ქართველ დიზაინერებს შეუძლიათ, შექმნან ისეთი სათამაშოები, რომლებიც მორგებული იქნება ქართულ თემატიკას და ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სათამაშოების დიზაინერის პროფესია ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ეს მიმართულება განვავითაროთ. ამისთვის კი ვეძებთ ნიჭიერ დიზაინერებს, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენთან თანამშრომლობით, ჩვენ კი მუდმივად ვიზრუნებთ მათ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდაზე“.  – ბექა კაცაძე, კუ ბიკის აღმასრულებელი დირექტორი.

თუკი დაინტერესებული ხართ, შექმნათ დიზაინები სათამაშოებისთვის და შეუერთდეთ კუ ბიკის დიზაინერების გუნდს, დაუკავშირდით კომპანიას ელ.ფოსტაზე: kubikitoy@gmail.com