კორპორატიული სპორტის ფედერაცია და ,,სინერჯი კაპიტალი” ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას განაგრძობენ

ჯანსაღი ცხოვრების წესი

კორპორატიული სპორტის ფედერაცია და ,,სინერჯი კაპიტალი” აგრძელებენ  ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას პარტნიორებთან ერთად. ორგანიზაციამ მთლიანად განაახლა 2020 წლის პროგრამა.

დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება.

“მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ და ვისწავლოთ ახალ რეალობაში ცხოვრება. გვსურს, ჯანსაღი ცხოვრების წესით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. გვჯერა, რომ ფიზიკური აქტივობა პოზიტიურად აისახება ადამიანის განწყობასა და მის პროდუქტიულობაზე.” – აცხადებენ ორგანიზატორები.

განახლებული პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სპორტულ აქტივობებს და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც განსხვავებული ასაკობრივი სეგმენტისთვის იქნება გათვლილი. მათ შორის, შეჯებრებები კალათბურთში, გოლფის ტურნირი, გარბენები, შეჯიბრი სიარულში, კიბეზე არბენაში და სხვა.

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია 2015 წლიდან ათეულობით გარბენის, სპორტული შეჯიბრებების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, კორპორატიული თამაშების და ტურნირების და სხვა სპორტული აქტივობების ავტორი და განმახორციელებელია.

დაგეგმილ პირველ აქტივობაზე ინფორმაცია სულ მალე გავრცელდება.