fbpx

კიდ.კო-მ კოვიდკლინიკად ფუნქციონირება დაასრულა და პედიატრიული ასაკის პაციენტების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

kidko-pediatriuli-klinika

„პედიატრიული ქირურგიის ცენტრმა – კიდ.კო-მ“ და ნეონატალურმა კლინიკა „ენენსიმ“ კოვიდცენტრებად ფუნქციონირება დაასრულეს და პედიატრიული ასაკის პაციენტებისა და ჩვილი ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

კიდ.კო და ენენსი კოვიდსიტუაციის გართულების გამო 1-ლი ნოემბრიდან სამედიცინო დახმარებას კორონავირუსით ინფიცირებულ პედიატრიული ასაკის პაციენტებს, ჩვილებსა და მათ მშობლებს უწევდნენ. ამ პერიოდში ორივე კლინიკაში შეჩერებული იყო სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები.

აღსანიშნავია, რომ კოვიდკლინიკად ფუნქციონირების პერიოდში კიდ.კო-სა და ენენსი-ში მკურნალობა გაეწია დაახლოებით 250 პაციენტს. მათ შორის იყო: 130 ბავშვი, 40 სამ თვემდე ასაკის ჩვილი (აქედან 5 – ერთ თვემდე ასაკის პაციენტი), ხოლო 70-80-მდე ზრდასრული (თავდგმური პირები).

კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, კიდ.კო-მ შეწყვიტა კოვიდკლინიკად ფუნქციონირება და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. 10 მარტიდან კიდ.კო განახლებული, გაძლიერებული გუნდით განაგრძობს პედიატრიული ასაკის პაციენტების მიღებას.

„პედიატრიული ქირურგიის ცენტრ – კიდ.კო-ში“ შესაძლებელია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება, ესენია: ბავშვთა ქირურგია, ორთოპედია ტრავმატოლოგია, ბავშვთა უროლოგია, ბავშვთა გინეკოლოგია, პედიატრიული ასაკის პაციენტთა თერაპიული და ინტენსიურ თერაპიული სტაციონარული  მომსახურება.

კლინიკის სერვისებს, ასევე, დაემატა ბავშვთა გადაუდებელი დახმარების  განყოფილება (emergency), რომელიც 24/7 რეჟიმში აწარმოებს ნებისმიერი ასაკის პაციენტთა თერაპიული და ქირურგიული პროფილის მომსახურებას.

„პედიატრიული ქირურგიის ცენტრი – კიდ.კო“ აქტიურად ზრუნავს არსებული  სერვისების გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ასევე, ახლო მომავალში რამდენიმე საინტერესო და მასშტაბური პროექტის განხორციელებაც არის დაგეგმილი.

ამჟამად კლინიკა განაგრძობს სამედიცინო გუნდის ზრდას და გამოცხადებული აქვს ვაკანსიები სხვადასხვა სამედიცინო პროფილის მიმართულებით.

kidko-pediatriuli-klinika
kidko-pediatriuli-klinika