fbpx

gvino.me – პირველი და ერთადერთი ნატურალური ღვინის ონლაინმაღაზია საქართველოში

gvino.me კომპანია g.Vino-ს ონლაინმაღაზიაა – ეს არის პირველი და ერთადერთი ნატურალური ღვინის პლატფორმა საქართველოში, სადაც ადგილობრივი არტიზანული ღვინის ყველაზე დიდი არჩევანია. აქ წარმოდგენილია 60-მდე მეღვინის გამორჩეული, ავთენტური და ცოცხალი გემოების მქონე ღვინოები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

მაინც რა არის არტიზანული ღვინო და რით გამოირჩევა?

„არტიზანულია ღვინო, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან. ყურძნის, რომელიც არ არის შეწამლული მავნე ნივთიერებებით.

ბუნებრივად მოყვანილი ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ველურ საფუარს და ფერმენტაციისთვის აუცილებელ ნებისმიერ სხვა ინგრედიენტს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ღვინო სწორედ ამ მეთოდით მზადდებოდა, სამწუხაროდ ნატურალური ღვინო დღეს ძალიან იშვიათია.

ჩვენთან მხოლოდ ის გულანთებული მეღვინეები არიან, რომლებიც მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მაინც ღვინის დაყენების ნატურალურ მეთოდებს იყენებენ.

ეს არის ვენახები, რომლებიც არ იწამლება არანაირი მავნე ქიმიკატებით. ვენახები, რომლის თითოეული მტევანი ხელის გულზეა ნატარები. ღვინოები, რომლებიც ვენახის ადგილმდებარეობას და იმ კონკრეტული წლის მოსავლის თავისებურებას ასახავენ. ღვინოები, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან და არიან ისეთივე განსხვავებული, როგორც მათი შემქმნელი მეღვინეები. ღვინოები რომელიც არ შეიცავენ არანაირ საღებავებს, ხელოვნურ საფუარს ან დამატებითი გემოს შემძენ ნივთიერებებს. ღვინოები, რომლებიც თავიანთი ნამდვილი და ცოცხალი გემოებით ანგრევენ მითებს და ცდებიან ჩარჩოებს“ – ამბობენ g.Vino-ში.

g.Vino-ს მისიაა, გაზარდოს ნატურალური ღვინის ცნობადობა, ხელი შეუწყოს ღვინის მოყვარულებს უკეთ გაიგონ და დააფასონ ამ ბუნებრივი სასმელის ხანდახან უჩვეულო, თუმცა განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ხასიათი.

თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ g.Vino-ს ბარსაც მისამართზე ერეკლე II-ს #6 და ადგილზე დააგემოვნოთ ნატურალური ღვინო, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში იშვიათია. ბრენდი ღვინის მოყვარულებს მალე უმასპინძლებს მეორე ფილიალშიც, რომლის გახსნასაც ვაკეში გეგმავს.

ნატურალური, არტიზანული ღვინის შეძენა კი მომხმარებელს ონლაინმაღაზიიდან: gvino.me შეუძლია.