fbpx

გამოწერის ეკონომიკა: მზარდი ინდუსტრია – რა მიმართულებით ვითარდებიან “სინერჯის” კომპანიები

gamotseris ekonomika, synergy

დისტანციური მიწოდების და გაყიდვის საცალო არხებმა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო გამოწერის ეკონომიკის განვითარებაა.

პანდემიის თანმდევი ეფექტების გათვალისწინების გარეშეც ეს ინდუსტრია სწრაფად იზრდება.

Subscription Trade Association-ის მიხედვით, 2019 წელს საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობის 18% გამოწერილ სერვისებსა და პროდუქტებზე განხორციელდა.

საინტერესოა ცალკე აღებული რეგულარული “გამოწერის ყუთების” სტატისტიკა, რისი ბაზარიც სულ უფრო იზრდება. ამერიკის მაგალითზე, 2019 წელს 10 მლრდ დოლარს აცდა გამოწერილი ყუთების ღირებულება, როცა 2016წ 2,6 მლრდ დოლარი იყო. ამასთან, აქ არ შედის Amazon Prime სერვისით მოსარგებლეთა შენაძენი. 

მსგავსი ტრენდია ევროპაშიც. გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე, Royal Mail-ის მიხედვით 2020 წლამდეც მოსახლეობის 27% რეგულარულად სარგებლობდა ყუთების გამოწერით.

კომპანიები, თავის მხრივ, გამოწვევის წინაშე დადგნენ – შეცვალონ ბიზნეს მოდელი, პროცესები და ორგანიზაციული სტრუქტურა მოაწყონ ისე, რომ ამ ტრენდს გაყვნენ და მომხმარებლები გამოწერის სერვისზე გადაიყვანონ.

იმდენად, რამდენადაც ეს ბიზნეს მოდელი უბრალოდ განმეორებითი ტრანზაქციის სერვისი არაა, არამედ მსგავსი ინტერესების, მისწრაფებების მქონე ადამიანების სოციუმის შექმნას და მათი ლოიალობის ამაღლებაზე ზრუნვას გულისხმობს, ეს ითხოვს სპეციალურად მათთვის ახალ-ახალი შეთავაზებების გაკეთებას, ტექნოლოგიურ განვითარებას ამ კუთხით, ოპერაციების და მომსახურების დახვეწას ამის შესაბამისად.

ვინც უფრო ადრე იწყებს ამ მიმართულებით განვითარებას, ის მეტ ცოდნას აგროვებს და უფრო სწრაფად ზრდის მომხმარებელთა წრეს.

ჩიკორის” ჩირი, “8000 მოსავალი“, “ჩაიმანია“, ხორცპროდუქტების მაღაზია “ანტრეკოტი“, თევზის და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო “უმალი” და სხვა “სინერჯის” კომპანიების უდიდესი ნაწილი გამოწერის მიმართულებას აქტიურად ავითარებს. ნაწილს 2 წელია უკვე ამ კუთხით ძალიან ეფექტური შედეგები აქვს მიღებული, რა გამოცდილების გაზიარებაც პორტფელის სხვა კომპანიებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.