fbpx

ჩიკორის ჩირი მაკფრუტის გამოფენაზე იტალიაში

Chikori

ჩიკორი წარმოდგენილი იყო „მაკფრუტის“ გამოფენაზე იტალიაში, ქალაქ რიმინში. გამოფენაზე ჩიკორის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა.  მაკფრუტის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხილი და ხილისგან წარმოებული პროდუქტები და დანადგარები.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო ტრეიდერებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომავალი თანამშრომლობისათვის.

შპს „ქარელის ხილი“ ჩიკორის ბრენდის ქვეშ 2015 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და ნატურალურ ქართულ ჩირსა და წასახემსებელ პროდუქტებს. ჩიკორის ჩირი უკვე გადის ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და იაპონიაში.

ჩიკორი სინერჯის პორტფელური კომპანიაა.