fbpx

ჩიკორი: წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 50%-იანი ზრდა გვაქვს

Cikori-Ciri-synergy

2020 წელი ჩირის ბრენდ ჩიკორისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა: კომპანიამ შეიძინა ბევრი ახალი საექსპორტო პარტნიორი. ასევე, ჩიკორის ჩირი გავიდა იაპონიის ბაზარზე, რაც ბრენდისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. 2020 წელს გაყიდვები წინა წლის მონაცემებთან შედარებით 32%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ, პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს ჩიკორმა შეინარჩუნა ზრდის ტენდენცია:

2021 წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი გაყიდვების მენეჯმენტის სისტემა მთლიანად განახლდა და დაისახა ახალი სტრატეგია. ამ ყველაფერმა პირველ ორ კვარტალში საკმაოდ ხელშესახები ზრდა გამოიწვია ლოკალურ ბაზარზე. განვითარების პროცესს მუდმივად ვაგრძელებთ, წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით გვაქვს 50%-იანი ზრდა.

ექსპორტის მიმართულებით სხვადასხვა ბაზრებიდან მოთხოვნა მუდმივად მზარდია. რამდენიმე პარტნიორთან გვაქვს მოლაპარაკება გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“  – ამბობს ანანო ბეჟანიშვილი, ჩიკორის გენერალური დირექტორი.

ჩიკორში აღნიშნავენ, რომ სირთულეები COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, უპირველესად, ლოკალურ ბაზარზე გაჩნდა, თუმცა კომპანია არსებულ გამოწვევებს მომზადებული შეხვდა.

„პანდემიის გამო, მომხმარებელი ერიდება სავაჭრო ობიექტებში სიარულს. ბუნებრივია, ეს ჩვენი პროდუქციის საცალო გაყიდვებზე აისახა. თუმცა, ეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად დავარეგულირეთ – დაახლოებით, 2 წლის წინ, მომხმარებლებს შევთავაზეთ ვებ გვერდი www.chikori.ge / ახალი მომსახურება – წონის ჩირი ადგილზე მიტანით.“

ჩიკორი განსაკუთრებით ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე სანიტარული და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ,  წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში პროდუქტთან ფიზიკური კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს არ შეზღუდოს მიწოდების სიხშირე.

„ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დანერგა FSSC 22 000 სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის განახლებული ვერსია. ეს სტანდარტი მოიცავს სანიტარული და ჰიგიენური სპეციალური ნორმების დაცვას წარმოებისას. ახლა კი, როდესაც ქვეყანაში პანდემიური ვითარებაა, ეს კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა“– აღნიშნავს ანანო ბეჟანიშვილი.

უახლოეს მომავალში ჩიკორი აპირებს ასორტიმენტის გაფართოებას, წარმადობის გაზრდასა და საექსპორტო მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას.

ჩიკორი კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯის პორტფელური კომპანიაა.