fbpx

ჩიკორი საექსპორტო ქვეყნების რიცხვს აფართოებს

Cikori-

ჩირისა და წასახემსებლების ქართული ბრენდის ჩიკორის საექსპორტო ქვეყნებს მიმდინარე წელს დაემატა უკრაინის, კატარის და ისრაელის ბაზრები.

წლის ბოლომდე „ჩიკორს“ დაგეგმილი აქვს შევიდეს მინიმუმ დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე.

„ჩიკორის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე გადის და წარმატებით იყიდება იაპონიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ლიეტუვაში (ლიდლის ქსელში).

ჩიკორი პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც FSSC 22 000 სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის განახლებული ვერსია დანერგა.

„ჩიკორი“ კაპიტალის ზრდის კომპანია სინერჯის პორტფელური კომპანიაა.