iTechnics-ი კიდევ ერთ ფილიალს თბილისში, Axis Towers-ში ხსნის

itechnics-aiteqniksi

აიტექნიკსი კიდევ ერთ ახალ ფილიალს ხსნის თბილისში, Axis Towers-ში (ჭავჭავაძის გამზირი 37). ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით აიტექნიკსი მომხმარებლებს 17, 18 და 19 დეკემბერს ექსკლუზიურ შეთავაზებებს, საჩუქრებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. iTechnics-ი Apple-ის პირველი ავტორიზებული პარტნიორია ქართულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს Apple-ის უმაღლესი ხარისხის ტექნიკას ოფიციალური საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, საჭირო აქსესუარებითა და პროგრამული უზრუნველყოფით. კომპანია 2011 წლიდან […]

აიტექნიკსი – ახალი კომპანია სინერჯის პორტფელში

iTechnics-aitqniksi

კაპიტალის ზრდის კომპანია სინერჯი აიტექნიკსის პარტნიორი-მეწილე გახდა. ამ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი. აიტექნიკსი ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია „Apple“-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით „Apple”-ის ავტორიზებული გამყიდველი. ამჟამად აქვს 4 ფილიალი, მათ შორის ერთი მაღაზია ბათუმში და ასევე სერვისცენტრი თბილისში. „ნებისმიერი თანამშრომლობის დაწყებისას, უმნიშვნელოვანესია საერთო ხედვებისა და მიდგომების ქონა, რაც მიგვაჩნია, რომ „აიტექნიკსსა“ და […]

ჩიკორი საექსპორტო ქვეყნების რიცხვს აფართოებს

Cikori-

ჩირისა და წასახემსებლების ქართული ბრენდის ჩიკორის საექსპორტო ქვეყნებს მიმდინარე წელს დაემატა უკრაინის, კატარის და ისრაელის ბაზრები. წლის ბოლომდე „ჩიკორს“ დაგეგმილი აქვს შევიდეს მინიმუმ დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე. „ჩიკორის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე გადის და წარმატებით იყიდება იაპონიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ლიეტუვაში (ლიდლის ქსელში). ჩიკორი პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც FSSC 22 000 სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის […]

gvino.me – პირველი და ერთადერთი ნატურალური ღვინის ონლაინმაღაზია საქართველოში

gvino.me კომპანია g.Vino-ს ონლაინმაღაზიაა – ეს არის პირველი და ერთადერთი ნატურალური ღვინის პლატფორმა საქართველოში, სადაც ადგილობრივი არტიზანული ღვინის ყველაზე დიდი არჩევანია. აქ წარმოდგენილია 60-მდე მეღვინის გამორჩეული, ავთენტური და ცოცხალი გემოების მქონე ღვინოები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.   მაინც რა არის არტიზანული ღვინო და რით გამოირჩევა? „არტიზანულია ღვინო, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან. ყურძნის, რომელიც არ არის […]

სინერჯის პორტფელი – 8000 მოსავალი, ჩიკორი, მზეთამზე, უმალი, სახალხო აფთიაქი, ჯი.ვინო, კიდკო და სხვ. | გაფართოების რა გეგმები აქვს კომპანიას

synergy-news-cover

კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯი, რომელიც 2018 წელს „სინერჯი ჯგუფის“ მიერ შეიქმნა, თავის პორტფელში ამ დროისთვის 15-მდე კომპანიას აერთიანებს, რომელთა ღირებულების ზრდაზე მუშაობს. კომპანიების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ზრდის და მასშტაბირების დიდი პოტენციალია, რომელსაც ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იყენებენ. „სინერჯი“ ყიდულობს ასეთ კომპანიებში 20-50%-მდე წილს და ეხმარება ზრდაში. „სინერჯის“ მთავარი კონტრიბუცია პორტფელის კომპანიებში: მათი სტრატეგიულ-ორგანიზაციული […]

“უმალმა” კუსტარულად წარმოებული თევზის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო

umali-tevzi

თევზის წარმოება ერთ-ერთი ნაკლებად მოწესრიგებული სფეროა საქართველოში. ჯერ კიდევ დიდია კუსტარული წარმოების წილი მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი საწარმოები, ძლიერი ბრენდებით და სწორი მენეჯმენტით, საშუალო ვადიან პერსპექტივაში შეავიწროვებენ კუსტარული მწარმოებლების წილს ბაზარზე. თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი წარმოებების კუთხით ბევრი მოთამაშე არ არის საქართველოში. “უმალი” ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით […]

“უმალი” ადგილობრივი საკალმახეებიდან უფრო მეტ თევზს ჩაიბარებს

umali-tevzi

უმალი ადგილობრივი საკალმახეებიდან უფრო მეტ თევზს ჩაიბარებს და მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს შემოგვთავაზებს ქსელურ მაღაზიებში. ჰორეკას სექტორში შემცირებულმა მოთხოვნამ გარკვეული სირთულეები შექმნა მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ვინც აქტიურად ამარაგებდა ამ სექტორს. “უმალმა” გადაწყვიტა გაზარდოს მსგავსი პარტნიორების ბაზა, ჩაიბაროს მათგან თევზი, გადაამუშავოს და სხვადასხვა პროდუქტების სახით შეიტანოს ქსელურ მაღაზიებში ქვეყნის მასშტაბით, სადაც უკვე ყიდის თავის პროდუქციას. […]

ჩიკორის ჩირი მაკფრუტის გამოფენაზე იტალიაში

Chikori

ჩიკორი წარმოდგენილი იყო „მაკფრუტის“ გამოფენაზე იტალიაში, ქალაქ რიმინში. გამოფენაზე ჩიკორის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა.  მაკფრუტის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხილი და ხილისგან წარმოებული პროდუქტები და დანადგარები. გამოფენის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო ტრეიდერებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომავალი თანამშრომლობისათვის. შპს „ქარელის ხილი“ ჩიკორის ბრენდის ქვეშ 2015 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და ნატურალურ ქართულ ჩირსა […]

სინერჯის სტრატეგიული გადაწყვეტილებები „ანტრეკოტში“ ხორცის ბაზარზე

antrekoti-sinerji-synergy

სინერჯი ხორცპროდუქტების მაღაზია „ანტრეკოტში“ 40%-ს ფლობს და მის ბაზაზე ქსელის განვითარება დაიწყო. ბიზნესის სტრატეგიული ღერძი დგას ხორცის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე – როგორ არჩევს კომპანია ხორცს, რომ მუდმივად ახალი, ჯანსაღი იყოს. სისტემის მთავარი კომპონენტია, რომ რა საკვებით კვებავს და როგორ უვლის პირუტყვს ფერმერი, იმის გათვალისწინებით არჩევს „ანტრეკოტი“ ხორცის მომწოდებელს და ხორცს. ნედლი ხორცის გარდა კიდევ უფრო […]

„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს

Umali-sawarmo-synergy

უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. ცოტა ხნის წინ კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯიმ“ შეიძინა „უმალის“ წილი და განვითარების ცვლილებები დაიწყო კომპანიაში. როგორც ცნობილია, „უმალს“ ამ დროისთვის საწარმოო სიმძლავრეების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. კომპანიას გაცილებით მეტი დასახელების პროდუქტის წარმოების პოტენციალი აქვს. „ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლა გვაქვს დასახული, […]