შერჩევამდე ჯერ არის მოზიდვა | სინერჯი ინსაითი

sinerji-insaiti-SerCevamde-jer-aris-mozidva

შერჩევამდე ჯერ არის მოზიდვა – თუ ამასაც სათანადოდ მივხედავთ, აუცილებლად ვიპოვით იმას, ვისაც ვეძებთ. ძლიერი გუნდი, სწორად აწყობილ სისტემებთან ერთად, არის კომპანიის წარმატების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. სინერჯი ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ძლიერი გუნდით, არა მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში, არამედ გუნდურობის თვალსაზრისითაც. როგორ ვაღწევთ ამას? – საწყისი, რა თქმა უნდა, არის თავიდანვე „სწორი“ თანამშრომლების შერჩევა, ანუ […]

გულწრფელობა – რაც პირველ რიგში უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ გასაუბრებაზე | სინერჯი ინსაითი

გულწრფელობა გასაუბრებაზე

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გუნდის ახალი წევრის შერჩევისას? – ამ შეკითხვაზე პასუხად ყოველთვის ისმის დამაზუსტებელი კითხვები – გააჩნია რა შემთხვევაში? რა პოზიციაზე? რომელ კომპანიაში? რომელ სფეროში? და სხვ. ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ალბათ, ყველა შემთხვევაში, ყველაზე მეტად შესაფასებელი და დასაფასებელია გულწრფელობა. გულწრფელ კანდიდატთან დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა, ნათლად დაინახოს მისი პიროვნული […]

თანამშრომლების კონტროლის ნაცვლად, ჯობს დრო მათი არასასურველი ქცევის მიზეზების ანალიზსა და სისტემური პრობლემების მოგვარებაზე დავხარჯოთ | სინერჯი ინსაითი

synergy insight - tanamshromlebis kontroli

თუ ჩვენს ძალისხმევას თანამშრომლების კონტროლის ნაცვლად იმაზე დავხარჯავთ, რომ სისტემური პრობლემები ვიპოვოთ, რატომ არ იქცევიან ისინი ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა იმაზე, რომ ტოტალური კონტროლის სისტემა ავაწყოთ და ყველა დარღვევა გამოვავლინოთ, ორგანიზაციამ გაცილებით უკეთესი შედეგები შეიძლება მიიღოს აქედან. განსაკუთრებით, თუ ამ კონტროლისგან გამოთავისუფლებულ დროს სწორედ სისტემური პრობლემების მოგვარებაზე დავხარჯავთ. მაშინაც კი, თუ თანამშრომლის არასწორი […]

თუ გვესმის ორგანიზაციის ფასეულობები, ადვილად შევძლებთ მისი ქცევის პროგნოზირებას | სინერჯი ინსაითი

organizaciis faseulobebi

ყველა ორგანიზაციას გააჩნია ფასეულობების გარკვეული სტრუქტურა, ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი და მისი მენეჯმენტის ქცევას განსაზღვრავენ. მიუხედავად იმისა, რამდენად დეკლარირებულია ეს ფასეულობები, მათ ღიად ან ფარულად აღიარებენ მენეჯმენტის წევრები და მათით ხელმძღვანელობენ. თუ გვინდა გამოვიცნოთ, როგორ მოიქცევა კომპანიის მენეჯმენტი ამა თუ იმ სიტუაციაში, როგორ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა ვეცადოთ, მივხვდეთ, როგორია […]

მიზნების და ღირებულებების კონფლიქტში ცხოვრებას, ჯობს არჩევანი გავაკეთოთ | სინერჯი ინსაითი

სინერჯი ინსაითი

არსებობს ღირებულებები, რომლებიც თავისთავად გამორიცხავს რაღაც კონკრეტული მიზნების მიღწევას რაღაც კონკრეტულ ვადაში. როდესაც ასეთი კონფლიქტი ხდება ღირებულებებსა და მიზნებს შორის, მაშინ ყველაზე მეტად იცდება და ისინჯება ღირებულებების მნიშვნელობა ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის და დაკავშირებული პირებისთვის. თუ ჩვენთვის მიზნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღირებულებები, მაშინ ჩვენ ამ ღირებულებებს უნდა გადავხედოთ. მაგრამ თუ ღირებულებებს ვარჩევთ, მიღწეული მიზნები უფრო ჯანსაღი და […]

სჭირდება თუ არა ერთ ადამიანს სტრუქტურა? | სინერჯი ინსაითი

სინერჯი ინსაითი - ორგანიზაციული სტრუქტურა

ხშირად, როდესაც ორგანიზაციულ სტრუქტურაზე ვსაუბრობთ, გვეკითხებიან, რამდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს ორგანიზაციაში, რომ მისი სტრუქტურის გააზრება და გაკეთება გახდეს საჭირო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორგანიზაციული სტრუქტურა პირველ რიგში ორგანიზაციის უმთავრესი რესურსის, მენეჯმენტის ყურადღების განაწილების სისტემაა, მაშინ თუნდაც მარტო ვმუშაობდეთ, ის მაინც არის საჭირო. კერძოდ, თუ როგორ ვანაწილებთ ჩვენს ყურადღებას დღის განმავლობაში, დილას რა საკითხებზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ, […]

რაც უფრო ბევრი არასწორი ადამიანი ესწრება შეხვედრას, აჯობებს უფრო სწრაფად დავამთავროთ | სინერჯი ინსაითი

არაფერია უფრო საინტერესო, ვიდრე კარგი შეხვედრა და განხილვა, როცა ადამიანები ბოლომდე ჩართულები არიან საკითხში, აქვთ მოტივაცია საუკეთესო შედეგის მისაღწევად, შემოქმედებითად უდგებიან ამოცანას და ბევრ და საინტერესო წინადადებასაც აგენერირებენ. დიდი სიხარული და სიამოვნებაა ასეთ შეხვედრაზე ყოფნა. მაგრამ არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც დიდ, გაუთავებელ შეხვედრაზე ჯდომა, სადაც ადამიანების დიდ ან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოდგენა არ აქვს […]

მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ გრძელვადიან წარმატებას, რომლებიც განვითარებასთან ერთად განვითარების უნარსაც ავითარებენ | სინერჯი ინსაითი

როგორი საინტერესოა, როდესაც უკუნით სიბნელეს სულ პატარა სინათლის სხივიც კი არღვევს, და თანაც, რაც უფრო ბნელა, მით უფრო ნაკლები სინათლეა საჭირო მის გასანათებლად. ასეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. ზრდის და განვითარების ადრეულ ეტაპზე სულ პატარა ცვლილება და სიახლეც კი განსაკუთრებით ჩანს, ყურადღებას იქცევს და შექებას იმსახურებს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დრო, მონდომება და ენერგია სჭირდება […]