fbpx

ჩაიმანიას პირველი ფილიალი რეგიონში – ქუთაისში გაიხსნა

qutaisSi-Caimanias-filiali-gaixsna

ჩაისა და ყავის ქართულ ბრენდ ჩაიმანიას ქსელი დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და პირველი ფილიალი რეგიონში – ქუთაისში გახსნა.

ჩაიმანიას პროდუქციის შეძენა ქუთაისელ მომხმარებელს ახალ სავაჭრო ცენტრში (შარტავას ქ. 2-ში) შეუძლია.

ქსელის რეგიონალური ფილიალი იმეორებს იმავე კონცეფციას, რომლითაც თბილისის ფილიალები ფუნქციონირებენ.

უკვე 15 წელია ჩაიმანია მომხმარებლებს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც ქართული ჩაი, ასევე, განსაკუთრებული და ეგზოტიკური ჩაის სახეობები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. გარდა ამისა, ჩაიმანიაში შესაძლებელია სხვადასხვა ყავის, გემრიელი ნუგბარის, ჭურჭლის და აქსესუარების შეძენა.

ჩაიმანია ქსელის გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას ბათუმშიც გეგმავს.

ჩაის და მასთან დაკავშირებული ჭურჭლის გამოწერის სერვისის განვითარება ჩაიმანიას ბიზნესის გაფართოების უახლოესი ეტაპია, რაც გულისხმობს გაყიდვების და მიწოდებისთვის დისტანციური პლატფორმის განვითარებას, სადაც პროდუქტიც, შეკვეთის გაკეთებაც და მიღებაც, მათ შორის, ჩაის ახალი გემოების აღმოჩენა, დისტანციურ ფორმატზეა მორგებული.

ჩაიმანია სინერჯის პორტფელური კომპანიაა.