fbpx

„ჩაიმანია“ ყავისა და ჩაის ყუთების გამოწერის სერვისს ამატებს

Caimania-yava-Cai-boqsebi

ჩაიმანია ყავისა და ჩაის მოყვარულებს ახალ სერვისს  – ყუთების გამოწერას სთავაზობს.  ჩაისა და ყავის ყუთების შემადგენლობა ინდივიდუალურად, თითოეული მომხმარებლის გემოვნებისა და ინტერესის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ყუთებში მომხმარებლებს, ყავასა და ჩაისთან ერთად, ყოველთვიურად სხვადასხვა საჩუქარი დახვდებათ. თებერვალში ჩაიმანიას პარტნიორი ქართული ნატურალური ჩირის მწარმოებელი ბრენდი – ჩიკორია. ამავე თვის გამომწერები, ყავასთან/ჩაისთან და ჩირთან ერთად, ჩაიმანიას ფასდაკლების კუპონებსაც მიიღებენ.

ჩაიმანიას ყავისა და ჩაის ყუთების გამომწერებისთვის 3 სახის შეთავაზება აქვს:

ჩაის ყუთი (Tea Box)  2 სახეობის ჩაითა და საჩუქრით.

ჩაიმანიას ჩაის ასორტიმენტი მოიცავს ისეთ ეგზოტიკურ და განსხვავებულ პროდუქტებს, როგორებიცაა: “პუ ერ ციტრუსი” – არომატიზირებული შავი ჩაი ლიმონის ქერქითა და ფორთოხლის ნაჭრებით; “ევკალიპტის ტყე” – ბალახის ნარევი, ვაშლი, კოჭა, კამა, ევკალიპტის ფოთლები, კარკადე, კანაფისა და ვარდის ფოთლებით; “ჟოლოს ტარტი” –მწვანე ჩაი ანანასის, ვაშლისა და ჟოლოს ნატეხებით + ღიღილოს ყვავილი  და სხვა.

ყავის ყუთი (Coffee Box) 2 სახეობის ყავითა და საჩუქრით.

ჩაიმანიაში ყავის ასორტიმენტი მუდმივად ახლდება. უახლესი პროდუქტები განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება: “ტირამისუ“, “ნუგა თხილით“, “პინა კოლადა” – კოქტეილი პუერტო-რიკოდან ანანასის გემოთი და სხვ.

მიქს ყუთი (Tea & Coffee Box) 2 სახეობის ყავით, 2 სახეობის ჩაითა და საჩუქრით.

„ჩაიმანიაში“ ყავისა და ჩაის 100-ზე მეტი სახეობას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატურალური ქართული ჩაი სხვადასხვა არომატითა და ისტორიით, მათ შორისაა: შემოქმედის მწვანე, შავი, შავი ჩაი კენკრით და მწვანე ჩაი ციტრუსით; ატენის სიონის  ვაზის ფოთლის ჩაი, რომლის ფოთლებიც შეგროვებულია ატენის ხეობის მიკროზონაში, მდინარე ტანას ნაპირებზე გაშენებული ენდემური ვაზის ჯიშებიდან: გორული მწვანე, ატენური საფერავი, ბუდეშური და ჩინური.

ჩაიმანიაში აღნიშნავენ, რომ ყუთის უნიკალური შემადგენლობისა და მომხიბვლელი დიზაინის გამო, ჩაისა და ყავის ყუთები არამხოლოდ პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტი, არამედ პოპულარული საჩუქარიც გახდება.

ჩაიმანიას ყავისა და ჩაის ყუთების გამოწერა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებგვერდიდან: teamania.ge, ისე ფილიალებში.