fbpx

ჩაიმანია ბიზნესმოდელს აფართოებს | სინერჯი

Caimania
ჩაის და მასთან დაკავშირებული ჭურჭლის გამოწერის სერვისის განვითარება ჩაიმანიას ბიზნესის გაფართოების უახლოესი ეტაპია, რაც გულისხმობს გაყიდვების და მიწოდებისთვის დისტანციური პლატფორმის განვითარებას, სადაც პროდუქტიც, შეკვეთის გაკეთებაც და მიღებაც, მათ შორის, ჩაის ახალი გემოების აღმოჩენა, დისტანციურ ფორმატზეა მორგებული.
კომპანიის პროდუქტი/მომსახურება რომ ხელმისაწვდომი იყოს ონლაინარხშიც, დღეს ჩვეულებრივი მოვლენა და საბაზისო საჭიროებაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია; თუმცა ერთია, არსებული პროდუქტების ონლაინ გაყიდვების და მიწოდების არხის აწყობა და მეორეა, დისტანციური გაყიდვების პროდუქტის და მომსახურების ქონა. ეს უკანასკნელი ითხოვს განსხვავებულ ორგანიზაციულ მოწყობასა და ადამიანური რესურსების განაწილებას.
ჩაი არის ის პროდუქტი, რომელიც გამოწერის სერვისით შეიძლება იყიდებოდეს, თუ პროდუქტი შესაბამისი ფორმით არსებობს, კომპანიას აქვს მომხმარებელთა ბაზის განვითარების და შეთავაზების დახვეწის მექანიზმები, აწყობილი მიტანის სისტემა და, პარალელურად, ზრუნავს ხარისხიანი ჩაის მოხმარების კულტურის გაზრდაზე.
ამ მიმართულებით ჩაიმანიამ უკვე დაიწყო  განვითარება. კომპანიას დღეს 8 დიდ სავაჭრო წერტილში აქვს გაყიდვების არხი, რაც საუკეთესო საშუალებაა, რომ იქ მოძრავ ადამიანებს გაასინჯოს საუკეთესო ხარისხის, მრავალფეროვანი არჩევანის ჩაი და გადასცეს მის მოხმარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ხოლო გაყიდვებისა და მიწოდებისთვის აპირებს, განავითაროს დისტანციური პლატფორმა. კომპანიის გეგმებით, ძირითადი ბიზნესი რამდენიმე წელში სწორედ ეს გახდება. ამისათვის ჩაიმანიამ ტექნოლოგიური, მარკეტინგული და ოპერაციული სისტემების გამართვა უკვე დაიწყო.
ჩაიმანია სინერჯის პორტფელური კომპანიაა.