fbpx

Business Feed – მედიაპლატფორმა საქმიანი ადამიანებისთვის | სინერჯი კაპიტალის კიდევ ერთი კომპანია

biznesfidi

Business Feed 2020 წელს Synergy Capital-ის მხარდაჭერით,  რებრენდინგისა და კონცეფციის შეცვლის შედეგად, Business Post-ის ბაზაზე დაარსდა.

Business Feed ანალიტიკური ონლაინჟურნალია, რომელიც ქმნის სტატიებსა და მულტიმედია მასალებს ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, სტარტაპებზე, ინოვაციებზე, ცხოვრების სტილსა და ინსპირაციული წარმატების ისტორიებზე. ონლაინჟურნალი განკუთვნილია საქმიანი ადამიანებისთვის – მათთვის, ვისაც აქვს ინოვაციური იდეები და ბიზნესსამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს. გამოცემის გუნდი უწყვეტ რეჟიმში ქმნის მაღალი ხარისხის უნიკალურ კონტენტს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ბიზნესმოვლენების შესახებ.

Business Feed 2020 წლის ოქტომბერში გაჩნდა ბაზარზე და ამ დროისთვის უკვე 30 000-მდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

გამოცემის მისიაა, საქმიანი ადამიანებისთვის აქტუალური და სასარგებლო თემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რასაც გამოცემის გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ანალიტიკური კონტენტით.

Business feed-ის უმთავარესი ღირებულებაა ობიექტურობა. გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება ინფორმაციის დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქების პრინციპებსა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს.

Business Feed-ის მიზანია, საქართველოს ბაზარზე ჩამოყალიბდეს ავტორიტეტულ ბიზნესმედიად, რომელიც იქნება პირველი წყარო საქმიანი ადამიანებისთვის მათთვის საინტერესო და საჭირო სიახლეების მისაღებად.