fbpx

8000 მოსავლის განახლებული ცინცაძის ფილიალი იხსნება

8000 მოსავალი ცინცაძის ქუჩაზე განახლებული სახით ახალ ლოკაციაზე გაიხსნება.

ღვინის მაღაზია-ბარი ახალ მისამართზე – ცინცაძის 26 ნომერში სტუმრებს განსხვავებული დიზაინით და უფრო ფართო ვერანდით სულ მალე უმასპინძლებს.

კომპანია უახლოეს პერიოდში ასევე ხსნის ახალ ფილიალს წყნეთის გზატკეცილზე, ბაგებში. ამ ლოკაციაზე „8000 მოსავალი“ განსხვავებული ფორმატის მაღაზიით გამოჩნდება.

8000 მოსავლის მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაასინჯოს და შეაყვაროს კარგი ქართული ბოთლის ღვინო. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ დაჯავშნონ ინდივიდუალური ან ჯგუფური ღვინის კლასი, რომელსაც კომპანიის სომელიეები გაუძღვებიან – 2 88 00 11