fbpx

8000 მოსავლის ახალი სივრცე ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 15-ში

8000 მოსავლის ახალი სივრცე განსხვავებული ფორმატისაა –  ეს არის ღვინის მაღაზია ბოთლის ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტით და ღვინის საცავი-მაცივრით, რომელიც ცივი ღვინის შეძენისა და დაგემოვნების საშუალებას იძლევა. 8000 მოსავლის ახალი მაღაზია ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 15-ში მდებარეობს.

სტუმრებს კვლავინდებურად, ისევე როგორც სხვა ფილიალებში, შესაძლებლობა აქვთ შეძენამდე ადგილზე დააგემოვნონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი გემო, რაშიც მაღაზია-ბარის გამოცდილი სომელიეები დაეხმარებიან.

მსგავსი ფორმატის მაღაზიების გახსნას 8000 მოსავალი დედაქალაქის სხვა ლოკაციებზეც გეგმავს.

ბრენდის მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაასინჯოს და შეაყვაროს კარგი ქართული ბოთლის ღვინო.

8000 მოსავლის ფილიალები თბილისში მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

  • სულხან ცინცაძის 26
  • ირაკლი აბაშიძის 60
  • რ. თაბუკაშვილის 27
  • წყნეთის გზატკეცილი 15

 

8000 მოსავალი კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯის პორტფელური კომპანიაა.

8000-mosavali-bagebSi
8000-mosavali
8000-mosavali