fbpx

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კუ ბიკის” 40% შევიძინეთ

ხის სათამაშოების - კუ ბიკი

კუ ბიკი ამავე ბრენდით საქართველოში ბავშვის განმავითარებელ ხის სათამაშოებს აწარმოებს. კომპანია ამ პროდუქციის ერთადერთი სერიული მწარმოებელია ჩვენს ქვეყანაში.

არსებულ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი და მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნიან. წარმოების პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ პედიატრებთან, რომ შექმნილი პროდუქცია ემსახურებოდეს ბავშვებში სხვადასხვა უნარის განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პატარებისთვის სანდო, მათი უნარების, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული, ხარისხიანი, საყვარელი პროდუქტების კარგი არჩევანი არსებობდეს, იწარმოებოდეს ჩვენთან და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. გვჯერა “კუ ბიკთან” ერთად ამის შექმნა შეგვიძლია. ვგეგმავთ ასორტიმენტის მნიშვნელოვნად გაფართოებას, საწარმოო ხაზების და გაყიდვების არხების განვითარებას და ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელებას პატარებისთვის.