fbpx

ქართული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია “ზომას” 40% მფლობელები გავხდით

ზომა ქართული ტანსაცმლის მწარმოებელი

ჩვენ გვაქვს ამბიცია და უკვე ბევრი კარგი მაგალითიც არსებობს, რომ საქართველოში შესაძლებელია გემოვნებიანი ხარისხიანი ქართული ტანსაცმლის წარმოება.

კომპანია “ზომა” თავისი იდეოლოგიით, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს მისცეს ამ სულისკვეთების გამოხატვის საშუალება ტანსაცმლით და აქსესუარებით, ძალიან საინტერესო კომპანიაა ჩვენთვის და გვჯერა რომ ასეთი ადამიანებისთვის მაგარ ბრენდს შევქმნით, რომელიც სასურველი იქნება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში.

ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს დღეს “ზომას” და ამის მიღწევის გარანტია პირველ რიგში სწორედ ესაა ჩვენთვის.

დაგეგმილი გვაქვს ახალი საპროდუქტე ხაზების დამატება, წარმოების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და გაყიდვების არხების გაფართოება.