სინერჯი კაპიტალმა პანდემიის მიუხედავად ბოლო ერთ თვეში 1.5 მლნ ლარი მოიზიდა

საინვესტიციო კომპანიები

ბოლო ერთ თვეში, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ დაახლოებით 1.5 მლნ ლარის ინვესტიციების მოზიდვა შევძელით ინვესტორი ქართველი ფიზიკური პირებისგან. გვიხარია, რომ არიან ადამიანები, ვინც ხედავენ ქართულ კომპანიებში ინვესტირების საჭიროებას და მომგებიანობის პერსპექტივასაც და დღეს თავიანთ დანაზოგებს ამაში აბანდებენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წილების რეგისტრაციის ოპერაციები დასრულდა დისტანციურად. როგორც სინერჯის გუნდი, ისე ჩვენი ახალი ინვესტორები იყვნენ სახლებში ამ დროს, ქვეყნის სხვადასხვა წერტილში და ეს ოპერაციები ელექტრონული სერვისების გამოყენებით განვახორციელეთ.

მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენც აქტიურად ვაგრძელებთ ახალი კომპანიების ძიებას და პორტფელში დამატებას. განსაკუთრებით ისეთების, ვინც მოახერხა და ამ დრომდე შეინარჩუნა თანამშრომლები, ახლა კი სტრატეგიული ხედვის და მართვის სისტემების ცვლილება სჭირდება, რომ ახალ რეალობას მოერგოს.