სინერჯი კაპიტალმა განახლებული პრეისკურანტი გამოსცა

საინვესტიციო კომპანია

ჩვენი პორტფელის ჯამური ღირებულება გაზრდილია, ვინაიდან კომპანიების შედეგების დინამიკა მზარდია. მათი უმეტესობა კრიტიკულ როლს ასრულებს საზოგადოებისთვის დღეს, ახალ რეალობაში უწევთ გაზრდილი დატვირთვების პირობებში მუშაობა და ჩვენი პროგნოზით მათი ზრდა გაგრძელდება.

პარალელურად ვაგრძელებთ აქტიურად ახალი კომპანიების დამატებას, ვინაიდან დღეს ჩვენი მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი ხელშეწყობა, სწორედ კომპანიების და მათი აქციების ყიდვა და მათ გადარჩენაზე და გაზრდაზე ზრუნვა მიგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ დღეს სახლებიდან ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და ამიტომ არ უნდა გავშეშდეთ და ვიმოქმედოთ ამ რეჟიმში, ვისაც როგორ შეგვიძლია, რომ რაც შეიძლება მომზადებული ვიყოთ პოსტ-კორონა პერიოდისთვის.

#დარჩისახლში მაგრამ #არგაშეშდე #ვიმოქმედოთ