სინერჯი კაპიტალი 2 წლისაა

საინვესტიციო კომპანია

2 წლის წინ, 2018 წლის 20 აპრილს ხორცი შეესხა სინერჯის გუნდის ჩანაფიქრს და სინერჯი ჯგუფმა ოფიციალურად შექმნა სს სინერჯი კაპიტალი. ამ დროისთვის 50 აქციონერი და 20 კომპანია. თუმცა რიცხვებზე მნიშვნელოვანია ის აქტივი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ამ ორი წლის განმავლობაში იმ ადამიანების სახით, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. პირველ რიგში ესენი არიან ჩვენი აქციონერები, ვინც გვენდნენ, გამოგვყვნენ ამ წამოწყებაში და მხარდაჭერას გვიცხადებენ მათ შორის მათი კომპეტენციით, რაც უხვად აქვს თითოეულ მათგანს. თითოეული მათგანი გამორჩეულია თავის საქმეში და ჩვენთვის დიდი პატივია მათი პარტნიორობა. ჩვენ საერთო ფასეულობები და ერთი მოტივაცია გვაქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ გავამართლოთ მათი ნდობა.

მადლობა ჩვენი პორტფელის კომპანიებს და განსაკუთრებულად მათ დამფუძნებლებს, ვინც მიიღო ჩვენი პარტნიორობის გადაწყვეტილება. მადლობა ამ კომპანიების მენეჯმენტის გუნდს, ვინც მოგვყვება ცვლილებებში, ჩვენ ერთად ვსწავლობთ როგორ შევქმნათ მეტი ღირებულება. ეს არ არის მარტივი და უმტკივნეულო პროცესი და მადლობა მათ ღირსეული პარტნიორობისთვის, ჩართულობისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. მადლობა ამ კომპანიების რიგით თანამშრომლებს – ისინი მთავარი მონაპოვარია საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალისთვის ყველა კომპანიაში. და თუ დღეს ამას სრულყოფილად ვერ ვახერხებთ, ძალიან გვინდა და ვცდილობთ ვაკეთოთ ყველაფერი, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები იმით, რასაც აკეთებენ, რადგან გვჯერა, სხვანაირად განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მივაღწევთ.

მადლობა ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებიც მზად არიან ყველა ახალ წამოწყებასა და ცვლილებაში, დაიხარჯონ ბოლომდე. და მადლობა ყველა გულშემატკივარ ადამიანს, რომელთა რიცხვი იზრდება სულ და რომელთა მხარდაჭერა ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის.

წინ დიდი გეგმები გვაქვს. ვაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას და გვინდა უფრო და უფრო საინტერესო შესაძლებლობები შევთავაზოთ ადამიანებს, ვინც მზარდ კომპანიებში ინვესტირებით არის დაინტერესებული.