fbpx

,,სინერჯი კაპიტალი” ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას განაგრძობს

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მსოფლიო პანდემიის მიუხედავად,  კორპორატიული სპორტის ფედერაცია და სინერჯი კაპიტალი აგრძელებენ  ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას. საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციამ მთლიანად განაახლა 2020 წლის პროგრამა. დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება.

მნიშვნელოვანია, რომ, არ გავჩერდეთ და ვისწავლოთ ახალ რეალობაში ცხოვრება. გვსურს, ჯანსაღი ცხოვრების წესით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. გვჯერა, რომ ფიზიკური აქტივობა პოზიტიურად აისახება ადამიანის განწყობასა და მის პროდუქტიულობაზე.

,,სინერჯი კაპიტალი” 2019 წლიდან თანამშრომლობს  საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციასთან. თანამშრომლობის ფარგლებში ვართ არაერთი სპორტული ღონისძიების სპონსორი და მხარდამჭერი. ,,სინერჯი კაპიტალი” თავის პორტფელურ კომპანიებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს კორპორატიულ სპორტულ ღონისძიებებში, როგორიცაა ქალთა გარბენი და სხვ. 

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია 2015 წლიდან ათეულობით გარბენის, სპორტული შეჯიბრებების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, კორპორატიული თამაშების და ტურნირების და სხვა სპორტული აქტივობების ავტორი და განმახორციელებელია.