სინერჯი კაპიტალის საქმიანობის მოდელი – ვიდეო ჩანაწერები

კაპიტალი

აქ მოგიყვებით სინერჯი კაპიტალის საქმიანობის მოდელზე – როგორ კომპანიებს ვეძებთ, როგორ ვყიდულობთ, როგორ შეგვყავს ინვესტორები, რას ვაკეთებთ მათი ღირებულების გასაზრდელად და ა.შ. – რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე სახელდახელოდ ჩაწერილი ვიდეოები.

დღეს, იმ პირობებში, რომ უნდა დავრჩეთ სახლებში, საუკეთესო გადაწყვეტილება როგორც ქვეყნისთვის, ისე საკუთარი ოჯახებისთვის ვფიქრობთ ინვესტიციები საქართველოში და ქართული კომპანიების წილების შეძენაა, მათ ვისაც აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. ეს ამ კომპანიებისთვის იქნება კრიტიკული დახმარება, რომ გუნდები შეინარჩუნონ და გადარჩნენ და როგორც კი ეს რთული პერიოდი ჩაივლის, ზრდა გააგრძელონ, ბევრი მათგანი ახლაც აგრძელებს ზრდას, და წილების მყიდველებს კი ძალიან მაგარ აქტივს შესძენს.

ჩვენ, სინერჯი კაპიტალი 2 წელია ამას ვაკეთებთ, მაგრამ დღეს გაცილებით დიდი ძალისხმევა და ბევრად მეტი ადამიანის ჩართვა სჭირდება. ამიტომ მოგიწოდებთ, ვისაც გაქვთ რესურსი დაიწყოთ ქართულ კომპანიებში ინვესტიციის ჩადებაზე ფიქრი და მუშაობა. იქნებ ჩვენი გამოცდილებაც გამოგადგეთ.

ვიდეოებს ნელ-ნელა დავამატებთ. თუ დამატებით რაიმე კონსულტაცია დაგჭირდებათ ამ კუთხით, მზად ვართ და სიამოვნებით.

#დარჩისახლში მაგრამ #არგაშეშდე #ვიმოქმედოთ