სინერჯი კაპიტალის პორტფელს ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია კორტექსი დაემატა

დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადგილობრივი წარმოებების მხარდაჭერა. ჩვენ ჩვეული ტემპით ვაგრძელებთ კომპანიების დამატებას და განსაკუთრებულ აქცენტს ადგილობრივ წარმოებებზე ვაკეთებთ. რამდენიმე წუთის წინ, ძალიან მაგარი გუნდის პატრონი ქართული კედების მწარმოებელი კომპანია კორტექსი და ჩვენ პარტნიორები გავხდით. განვითარების ამ ეტაპზე, ერთობლივად დაგეგმილი გვაქვს საკუთარი წარმოების შექმნა და ასორტიმენტის გაფართოება.