fbpx

სახალხო აფთიაქი დიდ სუპერმარკეტების ქსელში აფთიაქებს ხსნის

სახალხო აფთიაქი - ინვესტირება - სინერჯი კაპიტალი

ამ დროისთვის 60-მდე აფთიაქი აქვს სახალხოს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ტერიტორიულად დაშორებულ და საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ფაქტიურად ერთადერთი ქსელური აფთიაქია, რომელიც მოსახლეობას ემსახურება. ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, რომ სახალხო აფთიაქი იყოს უფრო ახლოს მომხმარებელთან, ვაფართოებთ ქსელს. ამისთვის სტრატეგიულ პარტნიორობას ვიწყებთ საქართველოში არსებულ სწრაფად მზარდ, დიდი სუპერმარკეტების ქსელებთან. პირველი ასეთი ქსელი, ვისთან თანამშრომლობაც უკვე დავიწყეთ არის „დეილი გროსერი“. ამ დროისთვის ქუთაისში „დეილის“ 2 სუპერმარკეტში უკვე გაიხსნა სახალხო აფთიაქის ფილიალი. გვჯერა, რომ ეს პრაქტიკა გაამართლებს და გეგმის მიხედვით მიმდინარე და მომდევნო წელს რამდენიმე ათეულ ასეთ წერტილში გავხსნით სახალხო აფთიაქს ქვეყნის მასშტაბით.