fbpx

Რატომ კერძო კაპიტალი?

კერძო კაპიტალი

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში კერძო კაპიტალის როლი, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მზარდია. კაპიტალდაბანდების თვალსაზრისით, Განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობას  მათი სწრაფი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს.

სხვა ალტერნატიულ დაბანდებებთან შედარებით (როგორებიცაა: დეპოზიტი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები) კერძო ინვესტიციები ორმხრივად მომგებიანია და დადებითი გავლენა აქვს ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.

Კერძო კაპიტალს უმეტესწილად საჭიროებენ მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებსაც ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნიათ. ასეთ ბიზნესებში ფულის დაბადება ინვესტორებისათვის ნიშნავს მზარდ, დივერსიფიცირებულ და მაღალი უგუკების მქონე წილების მესაკუთრეობას.

Მაშინ, როცა Ბიზნესის გასაფართოებლად ძირითადი ალტერნატივა საბანკო სესხია, ჩნდება კერძო კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების აუცილებლობა. Კერძო კაპიტალის დახმარებით კომპანიები ზედმეტი ფინანსური ვალდებულებების გარეშე სწრაფად და ეფექტურად ვითარდებიან.

Სამწუხაროდ, კერძო კაპიტალის მნიშვნელობა ჯერჯერობით სათანადოდ არ არის გააზრებული და ბევრი შესაძლებლობა გამოუყენებელი რჩება.

საქართველოში კერძო ინვესტიციების პოტენციალი საკმაოდ დიდია.  მთავარია, სახელმწიფოს ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიებებული სტრატეგია, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კონკურენტული საინვესტიციო კლიმატი.

ნატალია ბასილაშვილი