fbpx

მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ გრძელვადიან წარმატებას, რომლებიც განვითარებასთან ერთად განვითარების უნარსაც ავითარებენ | სინერჯი ინსაითი

როგორი საინტერესოა, როდესაც უკუნით სიბნელეს სულ პატარა სინათლის სხივიც კი არღვევს, და თანაც, რაც უფრო ბნელა, მით უფრო ნაკლები სინათლეა საჭირო მის გასანათებლად.

ასეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. ზრდის და განვითარების ადრეულ ეტაპზე სულ პატარა ცვლილება და სიახლეც კი განსაკუთრებით ჩანს, ყურადღებას იქცევს და შექებას იმსახურებს.

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დრო, მონდომება და ენერგია სჭირდება რაღაცა განსხვავებულის გაკეთებას და წარმოჩენას.

მუდმივი ანალიზი იმ რესურსების მდგომარეობის, მოწყობის, საკმარისობის, რომლებიც ორგანიზაციის განვითარებაზეა პასუხისმგებელი ერთადერთი პირობაა უწყვეტი ზრდის მისაღწევად.

მხოლოდ ის ორგანიზაციები ახერხებენ შეინარჩუნონ განვითარების ტემპი, რომლებიც წარმატებასთან ერთად განვითარების სიმძლავრესაც ზრდიან. რესურსი, რომელიც ორგანიზაციის განვითარებაზე მუშაობს, თუ თვითონაც აქტიურად არ ვითარდება, რაღაც ეტაპზე ის აღარ იქნება საკმარისი, რომ ორგანიზაციამ კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიოს.

 

პაპუნა ტოლიაშვილი