მოვუწოდებთ მათ, ვისაც ეს შეუძლიათ, დაიწყონ ქართული კომპანიების წილების შეძენა

საინვესტიციო კომპანია

მოვუწოდებთ ყველას, რომ დაიწყონ ქართული კომპანიების შერჩევის, შეფასების, მოლაპარაკების, მათი წილების შეძენაზე მუშაობის პროცესი, მათ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ადამიანებს და ორგანიზაციებს. ამათგან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება დისტანციურად.

დღეს სახლში დარჩენის პირობის დაცვით საუკეთესო დრო გვგონია ინვესტიციის ჩადებისთვის და ქართული კომპანიების წილების შესაძენად, მათ ვისაც შესაბამისი დანაზოგები აქვს. ეს ამ კომპანიებისთვის იქნება დღეს დიდი მხარდაჭერა, რომ ამ თანხებით შეინარჩუნონ თანამშრომლები და გააგრძელონ ფუნქციონირება, ამიტომ ისინი ამაზე წამოვლენ. მეორე მხრივ დანაზოგის მფლობელები დღეს სავარაუდოდ ყველაზე კარგი პირობით შეძლებენ ამის გაკეთებას და პერსპექტივაში ძალიან მაგარი აქტივის მფლობელები გახდებიან. რაც მეტი განახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში, მით დიდი პოზიტიური გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.

ჩვენ, ჩვენ წილად, გავუზიარებთ სხვებს ჩვენს გამოცდილებას, როგორ ვარჩევთ კომპანიებს, როგორ ვყიდულობთ, რა პროცესებს გავდივართ და როგორ ვემუშავებით მათ ღირებულების გასაზრდელად.

#დარჩისახლში მაგრამ #არგაშეშდე #ვიმოქმედოთ