მივმართავთ მსუბუქი მრეწველობის კომპანიებს

საინვესტიციო კომპანია

მსუბუქი მრეწველობის წარმომადგენლები, ვინც აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჰიგიენის საშუალებებს, ავეჯს თუ სხვა, ვთავაზობთ პარტნიორობას. იმისთვის, რომ არ გაჩერდნენ, ამ სიტუაციაში შეძლონ ახალ რეალობაზე მორგება, განახლებული სტრატეგიის შემუშავება, პროცესების გადაწყობა, გაყიდვების და მიწოდების არხების შესაბამისად განვითარება და ამ ყველაფრისთვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფა – ეს არის ის, რა მხარდაჭერაც ქართული საინვესტიციო კომპანია “სინერჯი კაპიტალისგან” ახლა განსაკუთრებით აქვთ ჩვენი პორტფელის კომპანიებს.

ჩვენ ვაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას და ინვესტორების შეყვანასაც ამ კომპანიებში, რომ ამ სიტუაციაშიც კი მათ გაზარდონ ეფექტურობა, არათუ გაჩერდნენ. გვინდა მსუბუქი მრეწველობის კომპანიებსაც შევთავაზოთ ასეთი თანამშრომლობა. ეს სირთულეები გაივლის და მთავარი იქნება როგორი მომზადებული ვიქნებით პოსტ-კორონა პერიოდისთვის. ამიტომ ახლა მობილიზაცია, თუნდაც სახლებიდან, დისტანციურად, ძალიან კრიტიკულია.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.

#დარჩისახლში მაგრამ #არგავშეშდეთ #ვიმოქმედოთ