პარტნიორობა კეთილდღეობისთვის

ჩვენი მიზანია შევუქმნათ ადამიანებს მაღალ-მომგებიანი საინვესტიციო პორტფელი, რისთვისაც:
  • ვყიდულობთ ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს;
  • ზრდის ადრეულ ფაზაში ვაძლევთ ინვესტორებს შესაძლებლობას მისი თანა-მფლობელები გახდნენ;
  • სინერჯის გუნდი, 20 წლიანი გამოცდილებით, ზრუნავს ამ კომპანიების ღირებულების გაზრდაზე.

ბოლო სიახლეები

ყველა სიახლე

მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ გრძელვადიან წარმატებას, რომლებიც განვითარებასთან ერთად განვითარების უნარსაც ავითარებენ | სინერჯი ინსაითი

როგორი საინტერესოა, როდესაც უკუნით სიბნელეს სულ პატარა სინათლის სხივიც კი არღვევს, და თანაც, რაც უფრო ბნელა, მით უფრო ნაკლები სინათლეა საჭირო მის გასანათებლად.

სრულად

კორპორატიული სპორტის ფედერაცია და ,,სინერჯი კაპიტალი” ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას განაგრძობენ

კორპორატიული სპორტის ფედერაცია და ,,სინერჯი კაპიტალი” აგრძელებენ  ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას პარტნიორებთან ერთად. ორგანიზაციამ მთლიანად განაახლა 2020 წლის პროგრამა. დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება. “მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ და ვისწავლოთ ახალ რეალობაში ცხოვრება....

სრულად

,,სინერჯი კაპიტალი” ახალი ბანას მშენებლობის მხარდამჭერი გახდა

სინერჯი კაპიტალმა და ხანძთელის ფონდმა მემორანდუმი გააფორმეს ახალი ბანას ფონდთან. მემორანდუმის მიხედვით, სინერჯი ჯგუფი ახალი ბანას პროექტს ორი მიმართულებით გააძლიერებს: ერთი მხრივ, სინერჯი კაპიტალი (თანამშრომლებთან ერთად) ფინანსურ რესურსს მიმართავს ახალი ბანას ასაშენებლად, მეორე მხრივ კი, ხანძთელის...

სრულად

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი მიზანია შევუქმნათ ადამიანებს მზარდი მომგებიანობის მქონე დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი, რისთვისაც ვყიდულობთ (ვპოულობთ და პორტფელში ვიმატებთ) სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, შეგვყავს დაინტერესებული ინვესტორები ადრეული ზრდის ფაზაში და სინერჯი, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს კომპანიების ორგანიზაციულ განვითარებაზე მუშაობის, ზრუნავს ამ კომპანიების ღირებულების გაზრდაზე. გაზრდილი ღირებულებიდან იღებენ სარგებელს ჩვენი ინვესტორები, აქციონერები და პორტფელის კომპანიებიც.

ცალკეულ კომპანიაში შესვლისას ვაარსებთ სპეციალურ ქვე-ფონდს შპს-ს ფორმით, რომლითაც ვყიდულობთ შერჩეული კომპანიის 20%-დან 50%-მდე წილს. ქვეფონდში მუდმივად ვინარჩუნებთ 20%-ს სინერჯი კაპიტალის უშუალო მფლობელობაში, დანარჩენ 80%-ს კი ვყიდით 4-5 ინვესტორზე, როგორც წესი.

კომპანიებს, რომელთაც

1. მასშტაბირების პოტენციალი აქვთ,

2. ჰყავთ გუნდი, რომლთათვისაც მომხმარებელია ამოსავალი, არ მიდიან პროდუქტის და სერვისის ხარისხის კომპრომისზე, აქვთ გრძელვადიანი ხედვა და არა მოკლევადიანად მოგების მიღების მოტივაცია;

3. სინერჯის კომპეტენციები სჭირდებათ კრიტიკულად, რომ გაიზარდნონ.

განსაკუთრებით საინტერესოა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებები, ჰორეკას და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, საცალო გაყიდვების ქსელები, განათლების და IT სფეროს წარმომადგენლები."

თუ ფიქრობთ, რომ #3 კითხვის პასუხში მოცემული ინფორმაცია თქვენზეა, უბრალოდ შეავსეთ მარტივი ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით, რომ გაგიცნოთ. გაცნობიდან მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში გეტყვით ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე პირველად პასუხს.

ჩვენი მთავარი აქტივი არის სინერჯის გამოცდილება 1999 წლიდან, რომელსაც ვიყენებთ იმ მიდგომებში, როგორც ვემუშავებით კომპანიებს. ყველა კომპანიას ჰყავს განვითარების გუნდი სინერჯიდან, ვინც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მის ორგანიზციულ-სისტემურ განვითარებაზე; ყველა კომპანიაში ვქმნით მეთვალყურეობის ფორმატებს - ანგარიშგების სისტემის მოწესრიგებით და თვიურად მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრების სახით; ვზრუნავთ კომპანიის ფინანსირებაზე კაპიტალის გაზრდით და საჭიროებისას სუბორდინირებული დაკრედიტებით. დეტალურად შეგიძლიათ მოუსმინოთ ვიდეოს.

ფიზიკური პირები, რომელთაც ან საკუთარი წარმატებული ბიზნეს(ებ)ი აქვთ და დაგროვილი ფინანსური რესურსების ალტერნატიულ, მომგებიან წყაროებში დაბანდებით არიან დაინტერესებული, ან სტაბილურად მაღალ ანაზღაურებადი დასაქმებული პირები არიან, რომელთაც აქვთ საკმარისი დანაზოგი ან/და გრძელვადიანი შემოსავლის წყაროები, არიან პროგრესულები და ხვდებიან სწრაფად მზარდი კომპანიის წილის ფლობა რა აქტივია.

სტანდარტულად გასაყიდად გამოტანილია კომპანიების 1%, 5%, 10%. ყველაზე მინიმალური თანხა, რითიც კონკრეტული კომპანიის 1% შეძენა შეიძლება 1000$-იდან იწყება.

სინერჯი კაპიტალის 75%-ს ფლობენ ჩვენი პრივილეგირებული აქციონერები, რომელთაც სხვადასხვა დროს გამოცხადებული ემისიისად შეიძინეს აქციები. პრივილეგირებული აქციონერები არიან ყველა იმ კომპანიის თანამფლობელები ჩვენთან ერთად, სადაც სინერჯი კაპიტალი წილს ყიდულობს.
პრივილეგირებული აქციების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა წრესთან, შერჩევითი პრინციპით.

ინვესტორისთვის უკუგება ანგარიშდება ინვესტიციაზე IRR-ის დათვლით, რომლის ოდენობა გამომდინარეობს პროექტის და განვითარების იმ ფაზიდან, რაშიც იმყოფება კომპანია. 3 კატეგორიად ვყოფთ - პირველი ეტაპის ინვესტორები, ვინც განვითარების საწყის სტადიაზე შემოდიან კომპანიაში, რისკი მაღალია ასეთ დროს, თუმცა უკუგებაც შესაბამისად მაღალი; მეორე კატეგორიის და მესამე კატეგორიის, როდესაც ინვესტორი უკვე სტაბილურ კომპანიაში შემოდის, არსებული ან მოსალოდნელი დივიდენდის მიღების მოლოდინით. უფრო დეტალურად როდის და საიდან ღებულობენ ჩვენი ინვესტორები სარგებელს, მოუსმინეთ ვიდეოს.

იმ კომპანიებზე მოკლე ინფორმაცია, რომელთა წილები იყიდება, შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე. მიმდინარე დროს გასაყიდად გამოტანილი წილების და მათი ღირებულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კი დააფიქსირეთ ინტერესი ქვემოთ გამოტანილ ფორმაში და ჩვენი ინვესტორებთან ურთიერთობის განვითარების მენეჯერი შეგეხმიანებათ.

ჩვენ ვეხმარებით არსებულ ინვესტორებს გაზრდილი ღირებულებით გაყიდონ მათი კუთვნილი წილი. ამას ვაკეთებთ როგორც პროაქტიულად ჩვენი შეთავაზებით, ისე მათი ინიციატივის შემთხვევაში.